"ბარსელონა" აპირებს ჟუნიორის ტრანსფერში 2 ფეხბურთელი ჩართოს

"ბარსელონა" აპირებს ჟუნიორის ტრანსფერში 2 ფეხბურთელი ჩართოს

როგორც ჩანს, "ბარსელონა" "ბეტისის" მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს შეძენით სერიოზულად დაინტერესდა.

კატალონიელებს სურთ ჟორდი ალბას რეზერვისტი მოიყვანონ, რომელიც ესპანელს კონკურენციას გაუწევს და თან მას დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე.

ბოლო ცნობებით, "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე "ბეტისის" 22 წლის ფეხბურთელია, რომლითაც მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტიც" არიან დაინტერესებულნი.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" აპირებს ტრანსფერში რაფინია ალკანტარა და "ბარსა ბ"-ში მოთამაშე მარცხენა მცველი ხუან მირანდა ჩართოს.

იმავე წყაროს ცნობით, გასულ კვირაში, "ბეტისის" წარმომადგენლები ბარსელონაში იყვნენ ჩასულები და რაფინიასა და მირანდას საკითხის გარკვევას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების შანსს ისიც ზრდის, რომ "ბარსელონას" გენერალურ მენეჯერს, პეპ სეგურას, "ბეტისის" სპორტულ დირექტორთან, ლორენცო სერა ფერერთან (რომელიც "ბარსელონას" წვრთნიდა) კარგი ურთიერთობა აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 ივნისი 2019 00:33
    2
    აი ეს ჭე კლასის იგროკი რა ბენზემად გვინდა როცა უფასოდ იდეალური ზამენის დათრევა შეგვიძლია ფილიპე ლუისის სახით ერთი წელი გამოგვადგება და მაგ ერთ წელში მოიძებნება ვინმე ვინც სამომავლოდ შეგვიცვლის ალბას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #5 4 ივნისი 2019 00:10
    1
    კუკურელია რა დაუწუნეს რომ ასეთი ხალხი მოყავთ ალბას შემცვლელად მაგრა მაინტერესებს.
    ტიპმა ისეთი სეზონი ითამაშა მაქსიმუმ ორ სეზონში სწორად რომ განვითარდეს ალბა აღარავის ემახსოვრება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ივნისი 2019 22:21
    0
    ანუ ბეტისი ბარსა ბ ხდება?!?!?!
    ბარტრაო, ტელოო, ეხლა ეს ორი

    ბეტისიდან თუ ვინმე ნორმალურად გამოიყურება ეს ჯიოვანი ლო ჩელსოა და კიდევ დიეგო ლიანესი, მაგრამ მაგათზე ის ქართული ქალაქური სიმღერა მახსენდება: რომ მოგიყვანო, სად წაგიყვანოო.... smiley smiley smiley
    ვის ადგილას უნდა ათამაშო მერე?!?!?!
    [?]
    #3 3 ივნისი 2019 20:31
    7
    ფუ რა დრო დადგა ვიღაც ტაპორ უნიჭო მცველს თმობენ და რაფინიას იმის ტრანსფერში რთავენ. მFელი ბეტისი არ მიღირს რაფინიას ფრჩხილის ფასად არათუ ეს ტყიდან გამოქცეული. გრიმალდოზე იჩალიჩონ, ჩვენი აღზრდილია ბოლო ბოლო
    B A R C A
    სტუმარი [?]
    #2 3 ივნისი 2019 20:23
    2
    2 ფეხბურთელს და + ფულსაც გადაიხდიან. მეტი დაქცევა რა გინდა გუნდის😡
    professor1984
    სტუმარი [?]
    #1 3 ივნისი 2019 20:19
    2
    2 არა 4 ფეხბურთელი მიეცით თქვენო დედაც მოვხან მე, აქცევენ რა ბარსას ესენი თუ დროულად არ მოშორდნენ აქედან მილანი მონაგონი იქნება