რონალდ დე ბური: რონალდ კუმანი "ბარსელონას" გაწვრთნაზე ოცნებობს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რონალდ დე ბური აცხადებს, რომ მისი თანამემამულე, რონალდ კუმანი "ბარსელონას" გაწვრთნაზე ოცნებობს.
"ვიცი, რომ კუმანის ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება "ბარსელონას" გაწვრთნაა. ეს ლოგიკურია, რადგან ამ გუნდში, ფეხბურთელობის დროს, მას შესანიშნავი დრო აქვს გატარებული. ვინ ეტყვის ასეთ კლუბს უარს?" - ციტირებს დე ბურის სიტყვებს Fox Sports.
რონალდ კუმანი "ბარსელონაში" 1989-1995 წლებში თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, ჰოლანდიელმა 264 თამაშში 88 გოლი გაიტანა. სწორედ მისმა გოლმა მოაგებინა გუნდს ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად, 1992 წელს.
კუმანი, ამჟამად, ჰოლანდიის ნაკრებს წვრთნის. მას ერნესტო ვალვერდეს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ. თავად კუმანი ნაკრებში დარჩენის გარანტიას არ იძლევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]