მარიო კემპესი: რონალდუ გუნდური მოთამაშეა, მესი კი ეგოისტია

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მარიო კემპესმა "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"მესი არის მესი და მესი არის "ბარსელონა". როცა ის მოედანზეა, მზად უნდა იყო, რადგან არ იცი როდის გაგირთულებს ცხოვრებას. თუმცა, მესი არ უნდა გვაკვირვებდეს, ჩვენ უკვე ვნახეთ თუ როგორ აკეთებს ის ყველაფერს, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ლეომ თამაშს მოუკლო, მაგრამ მაინც უნდა, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს."
"აქამდე მასში გუნდურ მოთამაშეს ვხედავდი, ახლა კი მის მოქმედებებში ეგოიზმს ვხედავ. კრიშტიანუზე კი შეიძლება პირიქით ითქვას, ახლა ის გუნდისთვის თამაშობს, და არა საკუთარი თავისთვის."
"ჩვენ, არგენტინელები მესის ვაკრიტიკებთ, რადგან ჩვენიანის გაკრიტიკებაში სპეციალისტები ვართ. თუ მკითხავთ, ვისთან ვისურვებდი თამაშს, გიპასუხებთ - მესისთან... იმიტომ, რომ მარადონასთან უკვე ნათამაშები მაქვს." - ციტირებს მარიო კემპესის სიტყვებს AS.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]