მალკომი: მომდევნო სეზონში მეტი უნდა გავაკეთოთ
22 წლის ბრაზილიელი შემტევი მალკომი, "ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში გუნდს უკეთ თამაში მართებს.
"ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მომდევნო სეზონში მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ.
თავი მაღლა უნდა ავწიოთ და მუშაობა განვაგრძოთ. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მომდევნო სეზონი წარმატებული გამოდგეს.
ლა ლიგაში გამარჯვება მნიშვნელოვანია. "ბარსელონასთან" ერთად ტიტულის მოგებაზე ვოცნებობდი. მომდევნო სეზონში კი ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ." - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 41 ]