დანი ალვესი: "რეალში" გადასვლასთან 95%-ით ახლოს ვიყავი

დანი ალვესი: "რეალში" გადასვლასთან 95%-ით ახლოს ვიყავი

"ბარსელონას" ლეგენდარული მარჯვენა მცველი დანი ალვესი ყვება, რომ კატალონიურ კლუბში ტრანსფერამდე ის მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

"გულახდილი ვიქნები: "რეალთან" კონტრაქტის გაფორმებასთან 95%-ით ახლოს ვიყავი. თუმცა, "სევილიას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა. როდესაც მოლაპარაკებებში "ჩელსი" ჩაერთო, მან თამაში დაიწყო. ის ერთ კლუბს ეუბნებოდა, რომ კონკურენტი მზად იყო მეტი გადაეხადა. ჩემი გადაწყვეტილების დროც მოვიდა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "სევილიაში" დავრჩი. "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ხელი შემთხვევითობამ შემიშალა. ეს სიტუაცია ჩემი "ბარსელონური" კარიერის წინაპირობა გახდა. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

მადლობელი ვარ, რომ "რეალში" ჩემი ტრანსფერი ჩაიშალა და "ბარსელონაში" გადავედი. "რეალი", იმ დროს, დომინანტი იყო, მაგრამ ამ გუნდში გადასვლას არ ვაპირებდი. უფრო ახლის შექმნით ვიყავი დაინტერესებული. იმით, რაც "ბარსელონაში" მოვახერხეთ. "რეალში", უბრალოდ წიგნს ერთ ფურცელს დავამატებდით. "ბარსელონას" შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. გარდამავალი ეტაპი გავიარეთ და გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს. კლუბების ღირებულებები შევცვალეთ და ეს ძალიან აშკარად გავაკეთეთ." - ციტირებს ალვესის სიტყვებს ESPN.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 24 მაისი 2019 21:40
    3
    მომენატრა მისი გარღვევები ფლანგიდან
    Culé [?]
    #4 24 მაისი 2019 20:48
    1
    ციტატა: barcamilan
    მწერლობა თავად უნდა დავიწყო რაღა დროს .მცალია და საიტიც მოცოცხლდეს უნდა თორემ ლივერპულის 4:0 მა ბარსას იგროკებზე მეტად ამ საიტზე იმოქმედა მგონი.

    მართალი ხართ!
    მოგესალმებით ყველას!
    ყოველდღე მილიონჯერ შემოვდივარ სიახლეების წასაკითხად, მაგრამ კომენტარის დასაწერად აზრებს ვერ ვიკრებ, ტვინის უჯრედებში მხოლოდ გახარებული კლოპის სახე მაქვს ჩარჩენილი relieved როგორ მიყვარდა ეს ადამიანი და ლივერპულიც, და როგორ აღარ მინდა მათი დანახვა! persevere
    დანი ძალიან მაგარი იყო, მასკერანოც, ისეთი მაგრები რომ მათი ადგილი სრულყოფილად ვერავინ შეავსო. სემედუ კარგია და მაგრად განვითარდებოდა, მაგრამ ვინ აძლევს რო ამის შანსს?! relieved
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 მაისი 2019 20:43
    4
    კიდე კაი რო რეალში არ წახვედი დანი <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #2 24 მაისი 2019 20:31
    1
    მწერლობა თავად უნდა დავიწყო რაღა დროს .მცალია და საიტიც მოცოცხლდეს უნდა თორემ ლივერპულის 4:0 მა ბარსას იგროკებზე მეტად ამ საიტზე იმოქმედა მგონი.
    Culé [?]
    #1 24 მაისი 2019 20:02
    4
    Msoflioshi yvelaze srulyofili marjvena mcveli 😍😍😍
    --------------------
    NJR ❤