რონალდ კუმანი: სილესენი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სათადარიგო მეკარე იყოს

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდ კუმანმა თავის თანამემამულეზე, იასპერ სილესენზე ისაუბრა.
"თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა. სილესენი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სათადარიგო მეკარე იყოს. მან ერთი წელი გაატარა შანსის მიღების მოლოდინში, მაგრამ ტერ შტეგენის სტაბილურობა საქმეს ართულებს." - ციტირებს რონალდ კუმანის სიტყვებს Marca.
ჰოლანდიელი მეკარე "ბარსელონაში" 2016 წლიდან ირიცხება. მან მხოლოდ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, შემდეგი სეზონიდან იასპერ სილესენი სხვა გუნდის ღირსებას დაიცავს. მისი შეძენით "ბენფიკა" არის დაინტერესებული, პორტუგალიელები, 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს იხდიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]