რონალდ კუმანი დე იონგსა და დე ლიხტზე საუბრობს
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა "ბარსელონას" ახალწვეულ ფრენკი დე იონგსა და კატალონიურ კლუბში გადასვლის მთავარ კანდიდატ მატეის დე ლიხტზე.
"ეს ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ და მომავალში კიდევ უფრო მოუმატებენ. მათ დიდი პოტენციალი აქვთ. ისინი ჰოლანდიის ნაკრებს ძალიან ეხმარებიან. ჩვენი გუნდი კლასიკური ჰოლანდიის სახეს იბრუნებს.
სეზონი, რომელიც დე ლიხტს 19 წლის ასაკში ჰქონდა, შეუდარებელია. მან ივლისში, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპით დაიწყო და აქამდე მოვიდა - თასის და ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი... ვფიქრობ, მას ვან დეიკის და პიკეს დონის მიღწევა შეუძლია". - თქვა კუმანმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]