Marca: პსჟ-ს გრიზმანი არ უნდა

"პარი სენ-ჟერმენი" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შეძენას არ შეეცდება, იტყობინება Marca.
წყაროს ცნობით, პარიზელები მადრიდელთა 28 წლის ფრანგი შემტევის ტრანსფერით არ არიან დაინტერესებულები. პსჟ-ს პრიორიტეტი ნახევარდაცვისა და დაცვის გაძლიერებაა. ახალი თავდამსხმელის შეძენას ფრანგები მხოლოდ იმ შემთხვევაში დააპირებენ, თუ კლუბს ედინსონ კავანი დატოვებს.
როგორც მოგეხსენებათ, გრიზმანი სეზონის ბოლოს "ატლეტიკოს" დატოვებს და შესაძლოა, ის "ბარსელონამ" შეიძინოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]