თენ კეიტი: “რონალდინიო “ჩელსიში” არ გადადის”

ლონდონის "ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ახალმა თანაშემწემ და ფრანკ რაიკაარდის ყოფილმა თანაშემწემ, ჰენკ თენ კეიტმა განაცხადა, რომ რონალდინიოს ლონდონურ კლუბში გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები არის სრული სიცრუე.
ესპნანეთში და ინგლისში დღესდღეობით ძალზე ბევრს ლაპარაკობენ რონალდინიოს "ჩელსიში” გადასვლაზე. ჭორები ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ჟურნალისტებმა გაავრცელეს ხმები, თითქოს რონალდინიოს "ჩელსიში” ხილვა სურს კლუბში ახლადმისულ თენ კეიტს.
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ თენ კეიტი ძალზე გაბრაზდა და განაცხადა: "ერთმა გაზეთმა დაწერა, თითქოს მე შევხვდი რონალდინიოს და ჩვენ ვისაუბრეთ მისი "ჩელსიში” გადასვლის შესახებ. ეს არის ძალზე დიდი ტყუილი. მე მინდა მოვაწყო ერთი პრესკონფერენცია და ყველას გავცე ერთ კითხვაზე პასუხი, "მართალია ეს?” – "არა, ეს არის ჭორი”. ჟურნალისტები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ დააზიანონ ფეხბურთელის ფსიქიკა. მე ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი "ბარსელონაში”.
ერთ გაზეთში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ჩელსის” ხელმძღვანელობამ დაავალა თენ კეიტს რონალდინიოს ტრანსფერის მოგვარება, რაზეც თავად სპეციალისტმა შემდეგი განაცხადა: "ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის არავის მოუმართავს. იყო საუბრები რონალდინიოს შესახებ, მაგრამ ეს შეეხებოდა მხოლოდ მის კლასს და არა ტრანსფერს”.
წყარო: www.skysports.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]