დიეგო სიმეონე მესისა და რონალდუს ერთმანეთს ადარებს
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.
"რონალდუ უფრო მეტად შეესაბამება გუნდებს, რომლებიც ნაკლებად მრავალმხრივ ფეხბურთს თამაშობენ, რადგან ის მიზნის მიღწევის საშუალებებს ზრდის. მესი უფრო იმ გუნდებს მიესადაგება, რომლებიც ფეხბურთზე არიან ფოკუსირებულნი.
კრიშტიანუს, შეხვედრის მიმდინარეობის შესაცვლელად, 10 შეტევა არ სჭირდება. მან თავით 2-ჯერ გაგვიტანა და ტურნირიდან გამოგვაგდო.
რონალდუსაც და მესისაც გუნდი სჭირდება, მაგრამ სხვაობა დიდი არაა. მესი ყოველთვის უკეთ თამაშობს შემტევი ფეხბურთის დროს. კრიშტიანუს 2 მომენტი ჰყოფნის იმისათვის, რომ თამაშის ბედი გადაწყვიტოს. ის სიტუაციას ამარტივებს.
მესი უფრო მიმზიდველია, რადგან ის უფრო რთულ ფეხბურთს თამაშობს. ლეო თამაშობს გუნდში, რომელიც მის ნიჭს ავსებს. ის გამოსავალს ყოველთვის პოულობს." - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]