მესი – “კლუბი კრიზისში არ არის”

მესი – “კლუბი კრიზისში არ არის”

არგენტინელმა ვუნდერკინდმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ "ბარსელონა” კრიზისში იმყოფება. "ამჟამინდელ სიტუაციაში ძალზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე ” – ამბობს მესი – "ჩვენ უნდა მშვიდად განვაგრძოთ მუშაობა. მე ვერ ვხედავ კლუბშჳ ვერნაირ კრიზისს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები არცთუ დამაკმაყოფილებელია. მე არ მჭირდება იმის შეხსენაბა, რო მჩვენს კლუბში ბევრი უამღლესი კლასის ფეხბურთელია, რომლებსაც ძალუძთ სასურველი შედეგის მიღწევა”.

"დღევანდელი "ბარსელონას” მთავარი პრობლემა არის გასვლაზე წარუმატებელი თამაში. როგორც კი ჩვენ გასვლაზე მოგებებს კვლავ დავიწყებთ, მალევე მოვექცევით კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში”.

მესიმ ასევე ისაუბრა არგენტინის ეროვნულ ნაკრებზე და განაცხადა: "არგენტინის ნაკრების მიზანი ყოველთვის და ყველგან არის ერთი – გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე და მოვიგოთ იგი”. შეგახსენებთ, რომ მესის არგენტინის ნაკრებში 24 თამაში აქვს ჩატარებულიდა 7 გოლი აქვს გატანილი.

წყარო: www.football.ua

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.