ჩავი ერნანდესი კარიერას ასრულებს
- 2-05-2019, 19:59
-
Writer
- 10

"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 39 წლის ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
რამდენიმე წუთის წინ Sport-მა ჩავის კომენტარი გაავრცელა: "ფეხბურთელის რანგში ეს ჩემი ბოლო სეზონია. ვნახოთ, როგორი იქნება ჩემი მომავალი მწვრთნელის რანგში."
ჩავი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიურ გუნდს ის 1991 წელს, 11 წლის ასაკში შეუერთდა. "ბლაუგრანას" პირველ გუნდში დებიუტი ჩავის 1998 წელს ჰქონდა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში, "ბარსელონას" მაისურით მან 767 თამაში ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა და 25 ტიტული მოიგო. 2015 წლიდან ჩავი ერნანდესი კატარულ "ალ სადიში" თამაშობს, რომლის რიგებშიც, 112 მატჩში, თავი 25 გოლით გამოიჩინა. კატარში მან უკვე 4 ტიტულის მოგება მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]