მარკო ტრაბუკი მესის თამაშს ორიგინალურად ეხმაურება
- 2-05-2019, 19:25
-
DaviD_ViLLa_7
- 4

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მარკო ტრაბუკი "ლივერპულთან" მატჩში (3:0) "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის თამაშს ორიგინალურად გამოეხმაურა.
ლეო მესიმ "ლივერპულთან" შესანიშნავად ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, მათგან ერთ-ერთი კი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით.
მარკო ტრაბუკიმ არგენტინელი ჯადოქარი გამოჩენილი პოლიტიკური, მეცნიერის და შემოქმედებითი მოღვაწეების გვერდით დააყენა.
"რიჩარდ I ლომგული, ალექსანდრე ნეველი, დანტე ალიგიერი, ლეონარდო და ვინჩი, კოპერნიკი, ნიუტონი, მოცარტი, ფროიდი, აინშტაინი, ლიონელ ანდრეს მესი." - წერს ტრაბუკი Twitter-ის თავის გვერდზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]