ვირჯილ ვან დეიკი: ბედნიერი ვარ, რომ მესის ყოველ სეზონში არ ვხვდები

ვირჯილ ვან დეიკი: ბედნიერი ვარ, რომ მესის ყოველ სეზონში არ ვხვდები

"ლივერპულის" ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ თამაშში (0:3) "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

"აშკარაა, რომ ლიონელ მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. პრობლემა ისაა, რომ, როდესაც ვუტევდით, ის სადღაც მოედნის კუთხეში იმალებოდა, ამიტომ მის წინააღმდეგ ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყო.

ვიცოდით, რომ, შესაძლოა, ეს მომხდარიყო. ვიცოდით, რომ არ უნდა გაგვერისკა, არ გაგვეხსნა მარცხენა ფლანგი. როგორც კი ბურთს ვკარგავდით, ისინი მაშინვე მესის ეძებდნენ და ჩვენი ცხოვრების გართულებას ცდილობდნენ.

ვფიქრობ, ის მსოფლიოში საუკეთესოა. ამასთანავე, მას შეუძლია ისეთი დიდი ტურნირის ბედის გადაწყვეტა, როგორიც ჩეპიონთა ლიგაა.

მესის წინააღმდეგ რეცეპტი არ არსებობს. ეს არავის აქვს. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ესპანეთში არ ვთამაშობ და მას ყოველ სეზონში არ ვხვდები.

განმეორებითი მატჩი? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, წარმატების გვჯერა. არასდროს ვნებდებით. დღეს უკვე ვაჩვენეთ, რომ "ბარსელონას" კართან მომენტების შექმნა შეგვიძლია. ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, მათი გამოყენებაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 მაისი 2019 17:59
    5
    ღირსეული განცხადება იყო ესეც და თამაშამდე რასაც ამბობდა ყოჩაღ ვირჯილ აბა სმოლინგი რო გაიბრიქა იმიტომაც დაასვა მესიმ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 2 მაისი 2019 17:03
    4
    კარგი ადამოანი და ღორსეული განცხადება ვირჯილისგან ბრავოოო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 მაისი 2019 14:11
    10
    რუსულ ევროსპორტზე ვარ დარეგისტრირებული. იქ ხანდახან ზალიან საინტერესო სტატიები იდება ხოლმე. ეხლახანს დაწერეს ლიგაზე ყველაზე მეტი შესრულებული ფინტი მესის აქვსო, ამავე დროს აღნიშნეს რო ვან დეიკი არავის ყავდა მოტყუებული, ანუ კედელიაო. საინტერესოა რით დამთავრდება მათი დუელიო ასეთი სტატია იყო. კომენტებში ერთმა დახია: მესი 5 წუთში დააკარგინებს ვან დეიკს თავის ქალწულობასო.
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #2 2 მაისი 2019 13:15
    9
    ვირჯილ-100%! ძალიან ცუდია,ძალიან.... ბარსაში,რომ არ თამაშობ, თუმც ეს შენი ბრალი არაა! არ იყიდა ბარსამ,პიკეს ინტერესი გაითვალისწინა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 მაისი 2019 13:14
    22
    ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი ფეხბურთელის კანტორამ 3-0 მოუმთავრა საბოლოო ჯამში ერთ უჯრედიანებს. სადაა აბა გადახსნილი ბარსელონა რო გაიძახოდნენ ? ეხლა მინდა რომ რამდენიმე ფეხბურთელი გამოვყო. ასეთი მოგებების მერე ცალკე აღებულ ფეხბურთელებზე არავინ საუბრლბს ხოლმე მარა ლენგლე და პიკე. ბრავო.პიკემ ყველა ჩაწოდება ყველა გამჭოლი პასი ყველა მაღალი ბურთი გაასუფთავა. ლენგლემ კიდევ ყველაფერი დაბლოკა. ძაან მაგრად ითამაშა დაცის ხაზმა. რობერტოს ქონდა ხარვეზები მარა ძაან ბევრი მწვავე პასიც ჩაჭრა.აი ალბა კი უშეცდომო იყო ამოკეტა სალაჰი. და შტეგენიც მინდა გამოვყო ორ მომენტში გვიხსნა მართლაც. მთლიანობაში შედეგით კმაყოფილი ვარ.თამაშს რაც შეეხება არ ვართ კმაყოფულები იმიტომ რომ ბარსელონას გულშემატკივრები ვართ და არა რეალის მარა ზოგჯერ მთავარი შედეგია
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!