შიდა ჩემპიონატის დიდოსტატები

  • 30-04-2019, 10:08
  • შიდა ჩემპიონატის დიდოსტატები

    ევროპული ფეხბურთის ტოპ ჩემპიონატებში კონკრეტული კლუბების დომინირება იგრძნობა, კერძოდ, "ბარსელონა", "ბაიერნი", იუვენტუსი" და "პარის სენ-ჟერმენი" ყოველ სეზონზე გასაოცრად ასპარეზობენ და ხდებიან თავნიავთი ქვეყნის ჩემპიონები.

    პეპ გვარდიოლა საინტერესო კომენტარს აკეთებს ხსენებულ კლუბებთან დაკავშირებით:

    "ისინი საუკეთესონი არიან. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება, ისინი ყოველთვის ბრუნდებიან და იგებენ ტიტულებს. თანმიმდევრულობა, ეს არის ყველაზე რთული რამ, რასაც ეს კლუბები აკეთებენ 11 თვის განმავლობაში. სწორედ ამას ვცემ ყველაზე დიდ პატივს."

    "ბარსელონა" 8/11 - მესის ფაქტორი

    ბოლო 11 სეზონის განმავლობაში "ბლაუგრანამ" მოახერხა და 8-ჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა. დანარჩენი 3 შემთხვევიდან ლა ლიგის გამარჯვებული 2-ჯერ "რეალ მადრიდი" გახდა, ერთხელ კი "ატლეტიკო". კატალონიელები ყოველწლიურად ცდილობენ "ლოს ბლანკოსის" დაჩაგვრას და სასურველი მიზნის მიღწევას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმაში არიან დედაქალაქელები. მათთვის ეს პრინციპულია.

    გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ლიონელ მესის როლი. მისი თამაშის სტილი, გოლები, საგოლე გადაცემები ... იგი შეუჩერებელია და, რა საკვირველია, აღნიშნული შედეგი მისი დამსახურებაცაა.

    "ბაიერნი" 10/14 - შეუჩერებელი მანქანა

    ბუნდესლიგის შემდეგი ტიტული გზაშია და ბავარიელები მის ასაღებად მზად არიან. "ბაიერნი" დიდი ფინანსური შესაძლებლობებით გამოირჩევა სხვა გერმანულ კლუბებთან შედარებით. სწორედ ეს აქცევს მას ჩემპიონატის დომინანტად. ეკონომიკური რესურსების წყალობით მათ ერთ-ერთი მეტოქის, "ბორუსია დორტმუნდის" ფეხბურთელები შეიძინეს და კლუბი დაასუსტეს. წლევანდელ სეზონში დორტმუნდელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა "ბაიერნი" ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა.

    "იუვენტუსი" 8/8 - რა არის კრიზისი ?!

    წლების განმავლობაში იტალიურ კლუბები კრიზისში იყვნენ, ზოგიერთმა ფიასკოც კი განიცადა, თუმცა არა "იუვენტუსმა". ტურინელები მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდნენ და ბოლო 8 სეზონიდან შიდა ჩდემპიონატში 100%-იანი მაჩვენებელი აქვთ. "მილანი" და "ინტერი" ნამდვილად არასაჩემპიონო ფორმაში არიან. რაც შეეხებათ "ნაპოლისა" და "რომას", მათ უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა "ბებერი ქალბატონისთვის".

    მსგავსად "ბაიერნისა", "იუვენტუსიც" ფინანსურად ძლიერია და სხვადასხვა იტალიური კლუბიდან არაჩვეულებრივ ფეხბურთელებს ყიდულობს.

    "პარის სენ_ჟერმენი" 6/7 - ფული ჯოჯოხეთს ანათებს

    არაბმა მფლობელებმა მთლიანად შეცვალეს პარიზული კლუბი და კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოაყალიბეს. მათ სარეკორდო თანხად შეიძინეს ნეიმარი, შემდეგ კი კილიან მბაპე და სხვა მოთამაშეები. საბოლოო ჯამში კი ძლიერი შემადგენლობა ჩამოყალიბდა. "მონაკომ" შეძლო მათი დომინირების შეწყვეტა, თუმცა ეს ერთჯერადი აღმოჩნდა.

    პრემიერ ლიგა - სრულიად განსხვავებული

    ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან მხოლოდ ინგლისში არ არის გამოკვეთილი ფავორიტი. ფინანსური მხარდაჭერის წყალობით "მანჩესტერ სიტიმ" შეძლო გარკვეული უპირატესობის მოპოვება, თუმცა, შესაძლოა, ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონი "ლივერპული" გახდეს. აღსანიშნავია, სხვა კლუბებიც, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს.

    ბოლო 15 სეზონის განმავლობაში პრემიერ ლიგას 5 სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა: "სიტი", "იუნაიტედი", "არსენალი", "ლესტერი" და "ჩელსი".

    საინტერესოა, სანახაობის თვალსაზრისით, რომელი ჩემპიონატია გამორჩეული ფეხბურთის ქომაგისთვის.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    30 აპრილი 2019 15:02

    რომელი ჩემპიონატია გამორჩეული ფეხბურთის ქომაგისთვის?

    === ლა ლიგა და პრემიერლიგა!

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    30 აპრილი 2019 14:15

    ამიტომაც არის პრემიელ ლიგა საუკეთესო ლიგა

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    buxo გულშემატკივარი [?]

    30 აპრილი 2019 13:22

    კაროჩე რავიცი რა სიმონ წიმაზწაარ პარაკი არმევასება მარა ლივერპული სამში გრძელისკენმიდის სიტიმ წესიტ არუნდა ჩაისვააროს უფლრბა არააქ გვარდის სიმონ, ლიგაზე კიდო ყველაფერი ჩვენტვისკარგად მიდის საზწაული ტუარმოხდა და მიწა ორადარგაიყო ტრებლი ჩვენიუნდაიყოს, რავიცი ბურტი მგვალიაა მაგარი სიტუაციაა სიმონ კარგიქნეს ბიჭებმა ბარემ რომ გაინაღდესს ლალიგა, ღმერტმაც ქნას ყველაფერი ჩვენოვიგოთ, ვნახოთ რამოხდება

    3
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    გასულია
    nelson semedo 2 გულშემატკივარი [?]

    30 აპრილი 2019 12:06

    ციტატა: ლაშა
    ციტატა: nelson semedo 2
    ციტატა: ლაშა
    ბიჭებო აიაქსის მოგება და ბარსას მოგებაზე დავდე ფული 10 ევრო დავდე და 53 ევროს ვიგებ რო გავარტყა. რას ფიქრობთ? მოვიგებ?

    საზღვარგარეთ ხარ?😁😁😀

    სფრანგეთში

    ვა კაია😀

    3
    --------------------
    5 - 1
    გასულია
    ლაშა წევრი [?]

    30 აპრილი 2019 12:05

    ციტატა: nelson semedo 2
    ციტატა: ლაშა
    ბიჭებო აიაქსის მოგება და ბარსას მოგებაზე დავდე ფული 10 ევრო დავდე და 53 ევროს ვიგებ რო გავარტყა. რას ფიქრობთ? მოვიგებ?

    საზღვარგარეთ ხარ?😁😁😀

    სფრანგეთში

    2
    გასულია
    nelson semedo 2 გულშემატკივარი [?]

    30 აპრილი 2019 12:04

    ციტატა: ლაშა
    ბიჭებო აიაქსის მოგება და ბარსას მოგებაზე დავდე ფული 10 ევრო დავდე და 53 ევროს ვიგებ რო გავარტყა. რას ფიქრობთ? მოვიგებ?

    საზღვარგარეთ ხარ?😁😁😀

    2
    --------------------
    5 - 1
    გასულია
    tigresa Culé [?]

    30 აპრილი 2019 12:02

    ციტატა: CPU
    პსჟ ჯოჯოხეთზეც უარესია ფულმაც ვერ გაანათა, მხოლოდ შიდა ჩემპიონატი არ კმარა. ლივერპულის საიტზე შევედი და ვან დეიკს უკვე ოქროს ბურთით ხელში ხედავენ. :)

    აუ მომწერე რა ლივერპულის საიტი

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 აპრილი 2019 11:44

    ციტატა: CPU
    პსჟ ჯოჯოხეთზეც უარესია ფულმაც ვერ გაანათა, მხოლოდ შიდა ჩემპიონატი არ კმარა. ლივერპულის საიტზე შევედი და ვან დეიკს უკვე ოქროს ბურთით ხელში ხედავენ. :)

    ნელა იყვნენ ოქროს შლანგი არ შერჩეს ხელში

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    CPU
    CPU ფანი [?]

    30 აპრილი 2019 11:31

    პსჟ ჯოჯოხეთზეც უარესია ფულმაც ვერ გაანათა, მხოლოდ შიდა ჩემპიონატი არ კმარა. ლივერპულის საიტზე შევედი და ვან დეიკს უკვე ოქროს ბურთით ხელში ხედავენ. :)

    3
    --------------------
    barca
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 აპრილი 2019 11:25

    იმენა ბუნდესლიგა სერია ა და ლიგა 1 ერთი გუნდის ჩემპიონატებია იმენა უკონკურენტო შიდაჩემპიონატია მაგიტომაც ვერაფერს ვერ აკეთებენ ევროსარბიელზე

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    30 აპრილი 2019 11:04

    მნიშვნელოვანი ფაქტები არ აღნიშნეთ ისევ. smirk
    ბარსელონა სამივეჯერ როცა ვერ გახდა ლალიგის ჩემპიონი ეს მსაჯების დამსახურებაა. worried
    და მეორე ბარსელონამ დაჩაგრა რეალი და ასეთი დონის მეტოქე არცერთ ჩემპიონატში არ ჰყავთ! relieved

    2
    გასულია
    ლაშა წევრი [?]

    30 აპრილი 2019 10:32

    ბიჭებო აიაქსის მოგება და ბარსას მოგებაზე დავდე ფული 10 ევრო დავდე და 53 ევროს ვიგებ რო გავარტყა. რას ფიქრობთ? მოვიგებ?

    6
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    30 აპრილი 2019 10:25

    ლა ლიგა და პრემიერლიგა

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge