იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას ემუქრება

იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას ემუქრება

”ONA fm” ავრცელებს ინფორმაციას, რომ შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმუქრება, არამარტო ”მილანთან” კონტრაქტზე ხელის არ მოწერით, არამედ ის პირად გაფრთხილებას უგზავნის ”ბარსელონას” მენეჯერს, პეპ გვარდიოლას.
”მე კონტრაქტს იმ შემთხვევაში მოვაწერ ხელს, თუ თქვენ გვარდიოლას ჩემგან გადასცემთ, რომ კატალონიაში არა, მაგრამ ნებისმიერ სხვა ადგილას, ევროპაში, თუ ოდესმე შევხვდები მას, აუცილებლად ვცემ.”
ზლატანი იტალიის ”სერია ა”-ში გაამგზავრეს მას შემდეგ , რაც მან ვერ მოახდინა შთაბეჭდილება პეპ გვარდიოლაზე და ვერ შეეწყო ”ბარსას” სტილს. ”ბარსელონას” მიერ შვედის გაყიდვა, აღიქმება ერთ-ერთ უჩვეულო გარიგებად. შეთანხმების თანახმად, იტალიური კლუბი სესხულობს ფეხბურთელს 2010-2011 სეზონებისთვის (იგულისხმება, რომ ფეხბურთელს უხდის იტალიური მხარე, თუმცა ის ჯერ კიდევ ”ბარსელონას” საკუთრებაში რჩება), ხოლო შემდეგ იხდის 24 მილიონ ევროს, რომ სრულად გამოისყიდოს ფორვარდი. კატალონიელები, ყოველწლიურად ზლატანს, ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს უხდიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.