"ბარსელონამ" ტიტო ვილანოვას ხსოვნას პატივი მიაგო

"ბარსელონამ" ტიტო ვილანოვას ხსოვნას პატივი მიაგო

კატალონიის "ბარსელონამ" პატივი მიაგო კლუბის ყოფილ მწვრთნელსა და მოთამაშეს - ტიტო ვილანოვას, რომელიც მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და 2014 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა. 

ვილანოვას გარდაცვალებიდან დღეს 5 წელიწადი გავიდა. 2012 წლიდან 2013 წლამდე ტიტო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ამ პერიოდში კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. 2013 წლის ივლისში კი ვილანოვამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა. 

"ხუთი წელი ტიტო ვილანოვას გარეშე. საკვანძო მწვრთნელი. ბოლომდე "ბარსელონაში", დასაწყისიდან და დასასრულამდე. არაორდინარული ადამიანი. ერთადერთი და განუმეორებელი."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Ikks
    სტუმარი [?]
    #6 25 აპრილი 2019 19:56
    0
    ციტატა: messi ❤❤❤❤
    ციტატა: Ikks
    7:0 არასდროს დავივიწყებთ

    მაგიტო მეზიზღება ბაიერნი, უკვე მკურნალობდა ტიტო მაგ დროს, იცოდნენ რომ "უმწვრთნვნელოდ" ვიყავით , თან ნახევარი გუნდი ტრამვირებული იყო, მაგრამ მაინც არ დაგვინდეს.
    ამას რომ მუშაობის შესაძლებლობა ქონოდა ეპოქას შექმნიდა ბარსელონაში.

    ძაან საკამათოა რას შექმნიდა და რას არა მარა ჩემთვის ამ კაცთან მხოლოდ 7:0 ასოცირდება და ის უპასუხისმგებლობა რაც გამოიჩინა, თუ ასე ცუდად იყო ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა უარი მწვრთნელობაზე. ბარსას ბოსებსაც მაშინ მოუნდათ უაზრო ლოიალობის გამოვლენა. სამწუხაროდ ისტორიას 7:0 ახსოვს და არა ის თუ რა პრობლემები ქონდა ბარსას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 აპრილი 2019 16:17
    5
    მუდამ გვემახსოვრები ტიტო <3 ეეჰ როგორ არ დასცალდა მუშაობა ამას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Ikks
    სტუმარი [?]
    #4 25 აპრილი 2019 15:14
    3
    7:0 არასდროს დავივიწყებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 აპრილი 2019 14:25
    4
    Tito the chessman
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    რედაქტორი [?]
    #2 25 აპრილი 2019 14:10
    7
    Rest in Peace disappointed_relieved
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 აპრილი 2019 14:07
    7
    მშვიდად განისვენე, მეგობარო <3 არასდროს დაგვავიწყდები კულეებს <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...