ესპანეთის სუპერ თასი საუდის არაბეთში?

ესპანეთის სუპერ თასი საუდის არაბეთში?

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის სუპერ თასის გამართვასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარია სუპერ თასის მომდევნო 6 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში გამართვაზე. ამის სანაცვლოდ, ესპანური მხარე წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე არაა გამორიცხული სხვა ქვეყნები (აშშ, ჩინეთი და კატარი) და არც უფრო ხანგრძლივი თანამშრომლობა.

ახალი ფორმატით, რომელიც 29 აპრილს უნდა დამტკიცდეს, სუპერ თასზე 4 გუნდი ითამაშებს და ეს ტურნირი იანვარში ჩატარდება.

ესპანეთის სუპერ თასზე განხორციელებული ცვლილებები, წესით, ყველაზე მეტად "ბარსელონას" უნდა შეეხოს. კატალონიელებს ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული, რაც ბოლო წლებში მათი დომინირების დამსახურებაა. ესპანეთის სუპერ თასის უკანასკნელი 10 გათამაშებიდან "ბარსამ" მონაწილეობა 9-ში მიიღო და 6 მათგანი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ნინო
    სტუმარი [?]
    #5 25 აპრილი 2019 13:37
    1
    ბათუმში მოდით რა,რაის საუდის არაბეთი laughing
    Culé [?]
    #4 25 აპრილი 2019 10:24
    0
    rage rage rage
    ძალიან ცუდია, ძალიან..
    ანუ რა გამოდის, ესპანელებმა ვერ უნდა უყურონ საკუთარი ქვეყნის სუპერ თასის გათამაშებას და არაბებს უნდა ჰქონდეთ ეს სიამოვნება? ეს ერთი, მეორეც - მაგათ რაში აინტერესებთ სხვა ქვეყნის სუპერ თასი, როცა საერთოდ არ აინტერესებთ ზოგადად ფეხბურთი და არც ითვლება არაბეთი ე.წ. "საფეხბურთო", ანუ ამ სპორტის სახეობის მიმდევარ ქვეყნად! და მესამეც, რა თქმა უნდა ქვეყნის სუპერ თასის გათამაშება იმავე ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს, ეს სიამოვნება მხოლოდ ესპანელი გულშემატკივრების უნდა იყოს! სურვილის და ფინანსების ქონის შემთხვევაში ისედაც შეეძლებათ ფანებს იქ ჩასვლა მთელი მსოფლიოდან..
    არ შეიძლება მხოლოდ ფულზე გათვალო ყველაფერი!
    დღევანდელ სამყაროში ფეხბურთს დიდი ხანია უკვე აღარ სჭირდება აგიტაცია და რეკლამა!
    ასე რომ დაეტიონ საკუთარ ქვეყანაში, მითუმეტეს რომ ფეხბურთელებისთვის რთული იქნება ჯერ ერთი 2 დღეში მაქსიმალური კლიმატური ცვლილებების ატანა, მეორეც - იანვარი კიდევ უკვე დატვირთულია = ლიგა, ლა ლიგა, თასი - ყველაფერზე უკვე გონკებია დაწყებული..
    მე უფრო ის მაინტერესებს რატომ არ გამოთქვამენ თვითონ ფეხბურთელები პროტესტს!
    Culé [?]
    #3 24 აპრილი 2019 22:55
    1
    ჰოო მივბაძოთ იტალიელებს აბა რაა expressionless expressionless
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 24 აპრილი 2019 21:51
    3
    ძან ცუდი გადაწყვეტილებაა ყველა მატჩი ესპანეთში უნდა ტარდებოდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 აპრილი 2019 21:44
    1
    საუდის არაბეთში არა მოზამბიკზე კიდე ჩაატარეთ ესპანეთში ნეიტრალურ სტადიონზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued