სერხიო ბუსკეტსი MLS-ში?

სერხიო ბუსკეტსი MLS-ში?

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, შესაძლოა, კარიერა ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული წყაროს ცნობით, ბუსკეტსს ეს ჩემპიონატი მოსწონს და ის კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას სწორედ ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილავს. 30 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მის ასაკში უკვე უნდა დაფიქრდეს, სად გადავა კატალონიური გუნდიდან წასვლის შემდეგ. ამავე დროს, "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა ინტერვიუში გაიხუმრა, რომ ის, შესაძლოა, მაიამის "ინტერში" გადავიდეს, რათა ზღვასთან უფრო ახლოს იყოს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კლუბის მფლობელი ლეგენდარული დევიდ ბექჰემია, ბუსკეტსის ტრანსფერი გამორიცხული არაა.

სერხიო ბუსკეტსის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 47 მატჩი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 22 აპრილი 2019 21:26
    0
    ბუსის და ტურეს პოზიციებს ჩამშლელი არქვია , 'იდეაში' ჩამშლელები არიან იმიტორო დგანან მაგ პოზიციაზე მარა მემგონი მაგ რგოლს სხვა სახელი უნდა დაარქვან . მაგ: უკანა 10იანი ან ბუსკეტსი ;დ
    Culé [?]
    #4 22 აპრილი 2019 18:09
    2
    კაი რა ბუსი, რა დროს ეგაა, დარჩი აქ ბოლომდე!
    ხავი-მეს-პუიოლ-ინიესტა–ს შენღა გვახსენებ, შე კლასნო, შენა!
    უბრალოდაც რო დადგე, მაინც მაგარი ჩამშლელი ხარ!
    asdfghj
    სტუმარი [?]
    #3 22 აპრილი 2019 15:13
    2
    კონტრაქტის დასრულებამდე უნდა დარჩეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 აპრილი 2019 13:51
    3
    რა ემელესი 2-3 სეზონი არსად არ უნდა წავიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    sons of anarchy
    სტუმარი [?]
    #1 22 აპრილი 2019 13:27
    3
    ფრენკიმ უნდა ჩაანაცვლოს ეს მარა როდის?