"ბარსელონამ" "სოსიედადი" დაამარცხა; "ატლეტიკოსთან" სხვაობა 9 ქულაა

"ბარსელონამ" "სოსიედადი" დაამარცხა; "ატლეტიკოსთან" სხვაობა 9 ქულაა

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ტურნირის მოგება პრაქტიკულად ისედაც განაღდებული ჰქონდათ, ერნესტო ვალვერდემ საბრძოლო შემადგენლობა გამოიყენა. 

პირველ ტაიმში საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა, მაგრამ 45-ე წუთზე კლემან ლანგლემ "ბარსას" მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. 62-ე წუთზე, ხუანმიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე ჟორდი ალბამ "ბლაუგრანა" ისევ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში - 2-1. 

"ბარსელონამ" 77 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" კი 68 აქვს. მადრიდელებმა დღეს "ეიბარი" 1-0 დაამარცხეს. 

მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს, "ალავესის" წინააღმდეგ გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Joan Gamper
    სტუმარი [?]
    #5 21 აპრილი 2019 01:08
    7
    ახალისეთ აწი სასტავი ლიგის ნახევარფინალამდე და იყავით 🤣🤣 5 მატჩი დარჩა ბარსას ყველა მაჩანჩალებთან, 2 მოგებით ინაღდებს ბარსა ჩემპიონობას, რეალურად 1 რომ მოიგონ ეგეც ეყოფათ, რადგან ატლეც არაა ყველას მომგები, ისე კი შეიძლება ბარსამ აწი სულ რომ ვერ მოიგოს მაინც გაჩემპიონდეს, მოკლედ ლა ლიგა შეიძლება ითქვას ოფიციალურად ჩვენია სულ ბარსა ბ რო ათამაშონ ეგენი მოიგებენ უეჭველი. მიხედონ აწი ლიგაას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 აპრილი 2019 00:54
    1
    ნაჯახები მესტალიაზე თამაშობენ არა? დიდი ალბათობით 3 ქულა ვერ უნდა აიღონ
    ყველაზე ბანალური პროგნოზით კი ღამურებმა 2:0 უნდა დაამარცხონ

    ალავესთან 3 ქულა უნდა აიღონ და ლევანტესთან 2 შემადგენლობით უნდა გავიდნენ. სილესენი - სემედო-ტოდიბო-მურილიო-ვაგე - ვიდალი-რობერტო-ალენია-პუჩი - მალკოლმი-ბოატენგი ეს შემადგენლობა და თუკი ფრე მორჩება, ქვეყანა არ დაიქცევა!
    Datobarca1
    სტუმარი [?]
    #3 21 აპრილი 2019 00:52
    0
    ციტატა: ana anukii
    ალავესთან მოვიგოთ უეჭველი, ლევანტესთან გადავახალისოთ და მივხედოთ ლიგას

    Tamashs ver vuyire da rogori tamashi iyo
    Culé [?]
    #2 21 აპრილი 2019 00:51
    1
    ალავესთან მოვიგოთ უეჭველი, ლევანტესთან გადავახალისოთ და მივხედოთ ლიგას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 აპრილი 2019 00:45
    1
    ალავესთან და ლევანტესთან უნდა გადავახალისოთ კამანდა ნუ ალავესთან თუ არა ლევანტესთან ყველა ვარიანტში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued