"ბარსელონას" ფანკლუბი საფეხბურთო ვიქტორინის გამარჯვებულია

გასულ შაბათს დასრულდა საქართველოში პირველი ხანგრძლივი საფეხბურთო ინტელექტუალური ვიქტორინა "მე-12 მოთამაშე", რომლის გამარჯვებულიც "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" გახდა.
ტურნირი 10 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ის 5 ტურისგან შედგებოდა. ბოლო ტურის წინ, "ბარსელონას" ფანკლუბი ლიდერს 1 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, გამარჯვებული, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო კითხვამ გამოავლინა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: მიხეილ ზაქარეიშვილი (კაპიტანი), ტატო ბაციკაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე, სოსო ბერიკაშვილი, ტატო ტყეშელაშვილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]