"ბარსელონა" vs "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ბარსელონა" vs "მანჩესტერ იუნაიტედი"

ფხებურთის გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე თამაშს "ბარსელონასა" და მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. უნდა აღინიშნოს, რომ "ბლაუგრანა" ყველა ტურნირზე შესანიშნავად გამოიყურება. ისინი დაუმარცხებენლი არიან ნომებრიდან, საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ეს სერია.

ოპტიმიზმი

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა 1:0, რაც გარკვეული უპირატესობაა. საინტერესოა, რომ ევროპულ ტურნირებზე დაფიქსირებული 9 მსგავსი შედეგიდან (1:0), კატალონიელებმა 8-ჯერ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. "იუნაიტედის" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 4 თამაშში, "ბლაუგრანამ" 2 მატჩი მოგო, 2 კი ფრედ დაასრულა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა გაიტანოს

"იუნიტედმა" წინა შეხვედრაში მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შეძლო, ამიტომ ინგლისელები ვალდებულნი არაინ გოლი გაიტანონ. ეს კი გარკვეულ სივრცეებს გააჩენს, რასაც კატალონიელები კარგად გამოიყენებენ, განსაკუთრებით შეტევაში.

თუმცა, "ბარსელონა" ფრთხილად უნდა იყოს, "იუნაიტედმა" ამ სეზონში "იუვენტუსი" და "პარის სენ-ჟერმენი" დამატებით დროში დაამარცხა.

ვალვერდეს სტრატეგია

"უესკასთან" მატჩში ერნესტო ვალვერდემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. მნიშვნელოვანია, რომ სამშაბათის მატჩს გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდეს.

"იუნაიტედის" მიმდინარე მდგომარეობა

პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2 11-მეტრიანის წყალობით "ვესთ ჰემი" დაამარცხა, დააგროვა 64 ქულა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.

უსმან დემბელეს დაბრუნება

მიუხედავად სამედიცინო ნებართვისა, დემბელეს "იუნაიტედთან" გამართულ პირველ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. "უესკასთან" კი 60 წუთი ითამაშა. ფრანგის სისწრაფე და ფლანგზე აქტიურობა "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი იქნება.

"კამპ ნოუ"

"კამპ ნოუ" მრავალი შესანიშნავი შეხვედრის მომსწრეა და იმედია, გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. გულშემატკივარი საყვარელ კლუბს აქტიურად უქომაგებს, რაც "ბარსელონას" ფსიქოლოგიურად აუცილებლად დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #5 15 აპრილი 2019 20:14
    0
    ციტატა: Shakespeare1
    "ისინი დაუმარცხებენლი არიან ნომებრიდან, საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ეს სერია." ეს სერია,რომელზეც გაქვს საუბარი,დამთავრებულია კარგა ხანია(და ეს ყოველივე,თუ "ებ"-იან მრავლობითს ამოვაგდებთ თქვენს მიერ დასახელებული სიტყვიდან,გამოვა რომ "ნომრიდან" გაუსვლელადაც ჩანს),ახლა ახალი სერიაა დაწყებული,სეზონის ბოლოს ლინკებს ჩაგიგდებ პმ-ში და უყურე,არ მოიწყენ,არც ინანებ :)

    შენ კიდევ გაბია თავი მხრებზე ?! თავის დროზე უნდა წამეცილებინა აშკარად no_mouth
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 15 აპრილი 2019 17:16
    1
    ყველაფერი ბარსას სასარგებლოდ მიდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 აპრილი 2019 16:33
    1
    დემბელემ აუცილებლად უნდა ითამაშოს პირველივე ტაიმიდან მანიუ გაიხსნება ყველა ვარიანტში და კონტრაზე დემბელე ააფეთქებს მანიუს დაცვას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 15 აპრილი 2019 16:27
    2
    ციტატა: Shakespeare1
    "ისინი დაუმარცხებენლი არიან ნომებრიდან" ამა წლის 11 და 24 იანვარს(თბილისის დროით) მე დამამარცხეს ლევანტემ და სევილიამ? თუ გასვლაზე მარცხი მარცხად არ ითვლება? :დ

    ბარსელონამ ლა ლიგაზე ორჯერ წააგო:
    –ლეგანიესთან 2:1 (2018 წ. 26 სექტემბერს)
    –ბეტისთან 3:4 (2018 წ. 11 ოქტომბერს)
    კოპაზე :
    -ლევანტესთან 1:2 (2019 წ. 11 იანვარს)
    -სევილიასთან 0:2 (2019 წ. 24 იანვარს)
    მაგრამ, კოპა ორმატჩიანია და მეორე თამაში ორივესთან მოიგო, თან როგორ:
    -ლევანტესთან 3:0 (2019 წ. 18 იანვარს)
    -სევილიასთან 6:1 (2019 წ. 31 იანვარს)
    ასე რო კოპაზე ორი ორმატჩიანი ჯამური მოგება წაგებად არ ითვლება ჩემი აზრით.
    ჩლ-ზე კი არც ჯგუფში, არც 1/8-ში და არც 1/4-ში არცერთი არ წაუგია, ხოდა, ვითომ რაო, სიტყვაში იჭერთ მწერალს?
    კაი რა, სირცხვილიიიია, სირცხვილიი!
    ფანი [?]
    #1 15 აპრილი 2019 14:48
    1
    დიდი თავის ტკივილის გარეშე გავალთ თუ თამაშის ბოლომდე კარგ დაცვას ვიტამაშებთ და ხისტად შევუტევთ. მანჩესტერის დაცვა ზონებს დატოვებს 100% და უნდა გამოვიყენოთ. საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმებზე უნდა წავიდეთ, მესიმ რომ შეასრულოს, და კოუტინიოს შორიდან დარტყმები არ მოერიდოს, იქნება გავარდეს ერთი. ჰო კიდე სმოლინგს უნდა უთავაზოს ვინმე და ვიდალზე კარგი კანდიდატი არ მყავს :)