ზუსტად 17 წლის წინ, გვარდიოლამ "ბარსელონა" დატოვა
- 11-04-2019, 15:48
-
ჯერემი რენერი
- 3

2001 წლის 11 აპრილს, "ბარსელონას" იმდროინდელმა კაპიტანმა, ხოსეპ გვარდიოლამ, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც 1990 წლიდან ასპარეზობდა. მოთამაშის ამპლუაში გვარდიოლამ კარიერა იტალიურ "ბრეშაში" გააგრძელა, სადაც 2001/2002 და 2003 წლებში ასპარეზობდა, ესპანელი ასევე ირიცხებოდა "რომაშიც" (2003) საფეხბურთო კარიერა კი 2006 წელს, მექსიკურ "დორადოს დე სინალოაში" დაასრულა.
2007 წელს პეპი "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნდა, მან "ბარსელონა ბ" ჩაიბარა, ერთ წელიწადში კი პირველი გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 2012 წლამდე მუშაობდა, სწორედ ეს პერიოდი გახდა კლუბის ისტორიაში ბრწყინვალე ეპოქა, მან "ბლაუგრანასთან" ერთად 14 ტიტული მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]