მე-4 მოგება მე-4 სტადიონზე
გუშინ, "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს მეცხრედ დაუპირისპირდნენ.
ამ 9 მატჩიდან 4 "ბარსამ" მოიგო და საინტერესოა, რომ ოთხივე ეს დაპირისპირება სხვადასხვა სტადიონზე გაიმართა.
1994 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "კამპ ნოუზე", კატალონიელებმა სტუმრები 4:0 გაანადგურეს. გოლები სტოიჩკოვმა (2), რომარიომ და ფერერმა გაიტანეს.
2009 წელს, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსამ" მეტოქეს ეტო'ოსა და მესის გოლებით სძლია.
2 წლის შემდეგ, ისევ ლიგის ფინალში, ამჯერად ლონდონში, "უემბლიზე", "ბლაუგრანამ" "წითელ ეშმაკებს", პედროს, მესისა და ვილიას გოლებით, 3:1 მოუგო.
გუშინ კი "ოლდ ტრაფორდის" ჯერიც დადგა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლუკ შოუს ავტოგოლით მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]