ალექსანდერ ისაკმა "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო

ალექსანდერ ისაკმა "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო

19 წლის თავდამსხმელი კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის რადარზე მოხვდა.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონა" ალექსანდერ ისაკს უმიზნებს, რომელიც ამჟამად არენდის წესით ჰოლანდიური "ვილემ II"-ის ღირსებას იცავს. მან "ბლაუგრანას" ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ბოლო რვა შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

შვედი ფორვარდი 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობას 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გერმანიაში მან ფეხი ვერ მოიკიდა და ერედივიზიონში გაანათხოვრეს.

აღსანიშნავია, რომ "ბორუსიაში" გადასვლამდე ისაკის შეძენით მადრიდის "რეალიც" ინტერესდებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ახლა, როდესაც ისაკი მშვენიერ ფორმაში შედის, დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს სხვადასხვა წინადადება ახალგაზრდა შვედის თაობაზე. "ბარსელონა" კი ამ საქმეში ჩართვას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 5 აპრილი 2019 00:13
    1
    ციტატა: ნური
    ტორპედოს დონისაა
    ჰოდა ტორპედოზე დავსვათ და ჰაიდა წყნარი ოკეანისკენ
    ფანი [?]
    #7 4 აპრილი 2019 22:01
    1
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ციტატა: king artthur
    მოიყვანეთ და ბარსა ბეში გაუშვით

    Barsa beshi dagijdeba ki

    არა რასლაპარაკობ ვილემ ორიდან რეალის ძირითადზე აქვს პრეტენზია <3
    Luiggi
    სტუმარი [?]
    #6 4 აპრილი 2019 21:27
    3
    ამან დორტმუნდში ვერაფერი ქნა აქ რა უნდა ქნას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 აპრილი 2019 21:05
    2
    მორიგი 20 თეთრიანი იგროკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ნური
    სტუმარი [?]
    #4 4 აპრილი 2019 20:38
    3
    ტორპედოს დონისაა
    Culé [?]
    #3 4 აპრილი 2019 19:25
    4
    ციტატა: king artthur
    მოიყვანეთ და ბარსა ბეში გაუშვით

    Barsa beshi dagijdeba ki
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 4 აპრილი 2019 19:24
    2
    რაშფორდი მინდა მე იმ პოზიციაზე რაის ისკამა
    ფანი [?]
    #1 4 აპრილი 2019 18:58
    3
    მოიყვანეთ და ბარსა ბეში გაუშვით