"ბარსელონამ" თვალი "ვესტ ბრომვიჩის" ტალანტს დაადგა

  • 4-04-2019, 17:26
  • "ბარსელონამ" თვალი "ვესტ ბრომვიჩის" ტალანტს დაადგა

    ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი უკვე არაერთი ევროპული გრანდის ყურადღებას იპყრობს.

    როგორც ბრიტანული გამოცემები Express და Star იტყობინებიან, "ბარსელონას" სკაუტებმა თვალი დაადგეს ლუი ბარის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 15 წლისაა.

    ბარი "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში ირიცხება და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის აკადემიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ცნობილია, რომ "ბლაუგრანას" გარდა, მის მიმართ ინტერესს ბუნდესლიგიდანაც იჩენენ.

    ახალგაზრდა ცენტრფორვარდმა ინგლისის 15-წლამდელთა ნაკრების მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთის გატანა შეძლო. ამჟამად ის 16-წლამდელთა ნაკრების წევრია, სადაც მან უკვე მოახერხა "ოქროს ბუცის" მოპოვება თავის თანატოლებში.

    ლუი ბარიმ მონაწილეობა მიიღო "ვესტ ბრომვიჩის" 18-წლამდელებში FA-ს ახალგაზრდული თასის ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. გუშინ კი "ლივერპულის" 18-წლამდელთა კარიც აიღო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    4 აპრილი 2019 20:49

    მოიყვანეთ ნიჭიერი იგროკები გვჭირდება ლა მასიაში

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    professor1984 Culé [?]

    4 აპრილი 2019 17:29

    მოიყვანეთ ეგეთი ტალანტები გვჭირდება

    11
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV