რადომირ ანტიჩის საინტერესო ინტერვიუ "ბარსელონას" შესახებ

რადომირ ანტიჩის საინტერესო ინტერვიუ "ბარსელონას" შესახებ

"ბარსელონას" ყოფილი სერბი მწვრთნელი, რადომირ ანტიჩი თავის ყოფილ კლუბზე საუბრობს.

ანტიჩმა ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: "გრიზმანი ფლეიმეიქერია, "ბარსელონა" კი ასეთი ფეხბურთელების გარეშე თამაშობს. თუ "ბარსელონაში" ფრანგის შეძენას გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქ თავის ადგილს ვერ იპოვის. ბოლოს კი სათადარიგოთა სკამს გაათბობს."

"ჩემთვის გაუგებარია რატომ არ ინტერესდებიან "ბარსელონა" და "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო მეპასით, კევინ დე ბრუინით. ლუკა მოდრიჩი? როდიდანაა ის საუკეთესო მეპასე? ვერც კი ვიტყვი რას ნიშნავს "ოქროს ბურთის" მისთვის გადაცემა, ეს ნონსენსია. ის არც გოლებს იტანს, არც საგოლე გადაცემებს აკეთებს. გრიზმანი კი "რეალს" უფრო სჭირდება, ვიდრე "ბარსელონას".

სერბმა ლა ლიგაზეც ისუბრა: "თეორიულად, ლა ლიგის ბედი უკვე გადაწყვეტილია. კატალონიელების უპირატესობის გამო, "ბარსელონაში" შეიძლება ფიქრობდენ იმაზე, რომ ეს ტურნირი უკვე მოიგეს. თუმცა, "ბარსელონასგან" განსხვავებით, სხვა გუნდებს მხოლოდ ლა ლიგის თამაშები დარჩათ ჩასატარებელი. ვნახოთ რა მოხდება."

"მესის მიკრო ტრავმა კიდევ აწუხებს. შესაძლოა მან "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის წინ დაისვენოს, მაგრამ "ვილიარეალთან" ნაჩვენები თამაშის შემდეგ არ მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. ლა ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც შეიძლება მოთამაშეების დასვენება. "ბარსელონა" "მანჩესტერს" საუკეთესო შემადგენლობით უნდა შეხვდეს."

"არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" იმაზე უკეთესად გამოიყურება, ვიდრე წინა წელს, მაგრამ მესის წყალობით, ისინი თამაშებს ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე იგებენ. რასაც არგენტინელი აკეთებს, სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. "ბეტისისა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ გატანილი გოლები გენიოსის ნამუშევარია."

ანტიჩმა ფილიპე კოუტინიოზეც ისაუბრა: "რას გავაკეთებდი? უპირველეს ყოვლისა, მე მას პირისპირ გავესაუბრებოდი. ვკითხავდი რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ მას თავი კომფორტულად ეგრძნო. საუბარი საუკეთესო გამოსავალია. უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს - ეს არის პრობლემის მოგვარებისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯი." - ციტირებს რადომირ ანტიჩის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ რადომირ ანტიჩი "ბარსელონას" გარდა, "რეალისა" და "ატლეტიკოს" მწვრთნელიც იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 აპრილი 2019 16:47
    0
    კაროჩე გვარდიოლაა მოსაყვანი და იმედია დე ბრუინესაც გამოიყოლებს და ერთ-ორ საიმედოსაც.
    Culé [?]
    #6 5 აპრილი 2019 14:10
    0
    ===ანტიჩმა ფილიპე კოუტინიოზეც ისაუბრა: "რას გავაკეთებდი? უპირველეს ყოვლისა, მე მას პირისპირ გავესაუბრებოდი. ვკითხავდი რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ მას თავი კომფორტულად ეგრძნო. საუბარი საუკეთესო გამოსავალია. უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს - ეს არის პრობლემის მოგვარებისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯი." -რადომირ ანტიჩი===

    =========================================================================
    კოუს ეტყობა რომ მორიდებული ადამიანია და თვითონ არაფერს იტყვის, ვალიკო კი სამწუხაროდ ან ვერ ხვდება რომ თავის პოზიციაზე ათამაშოს, ან "არ უნდა რომ მიხვდეს"!
    მაგ პრინციპით შტეგენი და პიკე ადრე ფორვარდები იყვნენ და დააყენოს ეხლა რომელიმე სუარესის ადგილზე როცა ვეღარ გაქაჩავს.. angry
    Basi
    სტუმარი [?]
    #5 4 აპრილი 2019 21:57
    1
    zalian dadebitad isaubra yvelaferze mxolod grizmantan dakavshirebit sheilebaa roo ardavetanxmoo
    grizi mainc gaamartlebs barsashii cota sxva stiliia mara egr suaresic sxvastiliss forvardiaa maraa kitamashobss magrad
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 აპრილი 2019 21:04
    3
    აი აფსოლიტურად ყველაფერი სრული სიმართლე ილაპარაკა აი აფსოლიტურად ყველაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #3 4 აპრილი 2019 21:03
    1
    ნუ დე ბრუინზე რაც თქვა 100%. მაგარი კკაცია ზოგადად ანტიჩი, უბრალოდ ფეხბურთზე უფრო მეტი იცის ვიდრე მწვრთნელის რანგში აჩვენებდა. წარმატებული მწვრთნელი არ იყო არც ეს და არც ვან გაალი მარა ფეხბურთზე შეიძლება ზიდანზე და სიმეონეზე მეტი იცოდნენ. გრიზიზე ბოლომდე არ ვეთანხმები. ატლეტიკოში უწევს ფლეიმეიქერობა თორე ბარსაში გინდა მესის გინდა სუარესის ადგილზე მომარაგდებოდა კარგი პასებით და გოლებს გაიტანდა. ეგ გვინდა ჩვენ მეტი კი არაფერი. კოუს პრობლემის მოგვარების გზა რო ლაპარაკია,ნუ დაწყება მოგვარების,აშკარაა. მარა მუნჯი ვალვერდე არ მგონია რამეს ესაუბრებოდეს. ინი ჩავი პუიც აღარ არიან რო ფეხზე წამოაყენონ. მესი არაა მოლაპარაკე და სუარესი კიდე ხელშეწყობა კი არა უარესს უკეთებს ყველას ხელების შლით. მალკომს ისეთი დაასხეს გადარეცსეს ტიპი როცა სუარესზე 3ჯერ მეეტი გააკეთა. პასებს ითხოვს როცა პასების 70%ს აფუჭებს. ბოლოს გაისროლა იქაც თორე უმტიტიზეანტიგმირი ეგ იყო
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 4 აპრილი 2019 19:22
    2
    ქევინ დებრიუს მოყვანა მართლა კარგი იქნებოდა მოდრიჩი კი სისულელეა
    Culé [?]
    #1 4 აპრილი 2019 19:09
    6
    არ ვიცოდი აქამდე ვინ იყო ეს კაცი მარა აშკარად მიყვარს :დდდდ