გვარდიოლა: "დიდებული ღამე იყო"

გვარდიოლა: "დიდებული ღამე იყო"

პეპ გვარდიოლამ გუშინდელ ღამეს "დიდებული" უწოდა. ალბათ ყველამ თავისი თვალით ნახა ის, თუ როგორი შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს მისმა ფეხბურთელებმა მეზობელი "ესპანიოლის" წინააღმდეგ თამაშისას...

"ეს ჩვენთვის დიდებული ღამე იყო. ფეხბურთელებმა თავისი მომზადებით და ასეთი გამარჯვებით მე ნამდვილად გამაოცეს," განაცხადა გვარდიოლამ.

"ესპანიოლი" საკუთარ მოედანზე ჯერ დაუმარცხებელი იყო, მაგრამ "ბარსელონამ" ეს წაუგებელი სერია მალევე დაამთავრა. გვარდიოლამ კი განაცხადა: "ჩვენ ვიცოდით, რომ "სუპერ გუნდთან" ჭიდილი მოგვიწევდა. ამის დამადასტურებელი ფაქტი კი ის გახლდათ, რომ საკუთარ მოედანზე მათ ჩვენთან შეხვედრამდე მარცხი არ უგემიათ. ამის გამო კი მე მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო ეს წარმატება. ეს შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი იყო."

პეპმა განაგრძო: "ამ გამარჯვებით ჩვენ წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით და ეს გამარჯვება ჩვენ ძალას მოგვმატებს და მომავალ ტურებშიც დაგვეხმარება."

"ჩვენ ნერვების მოთოკვა გვიწევდა – თუ ჩვენ შევშინდებოდით და ჩენს ფეხბურთს არ ვაჩვენებდით, მაშინ ყველაფერი ისე არ დამთავრდებოდა, როგორც გვსურდა. ამ მოედანზე გამარჯვება ძალიან რთულია, ჩვენ კი ეს ჩვენი კლასის წყალობით შევძელით, მაგრამ ასევე ფეხბურთელების სოლიდარობის გამო, რომელიც მათ აჩვენეს", განაცხადა პეპმა.

პრეს–კონფერენციის ბოლოს, "ბარსას" თავკაცმა, პედრო როდრიგესი შეაქო და "ესპანიოლის" გულშემატკივრებს, ინიესტასთან ასეთი შეხვედრისთვის, დიდი მადლობა გადაუხადა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.