ლა ლიგა ინტრიგას კარგავს - "ბარსელონას" სრული ბენეფისი

ლა ლიგა ინტრიგას კარგავს - "ბარსელონას" სრული ბენეფისი

სპორტული გამოცემა "მარკა" საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" სრულ დომინირებაზე.

"აღსანიშნავია, რომ ესპანეთის შიდა ჩემპიონატმა ბოლო წლების განმავლობაში თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ინტერესს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა იწვევს. ყოველივე ამის მიზეზი კი "ბარსელონაა", რომელმაც ლა ლიგა პირად საკუთრებად გაიფორმა. უკანასკნელ 10 სეზონში "ბლაუგრანამ" შვიდჯერ აღმართა საჩემპიონო თასი და წლევანდელ სეზონშიც ახლოსაა გამარჯვებასთან. პრიმერა დივიზიონში კატალონიური კლუბის სრული ბენეფისია.

გასულ სეზონში ვალვერდეს შეგირდებს ერთი ნაბიჯიღა დააკლდათ გამხდარიყვნენ ჩემპიონები წაუგებელი თამაშის გარეშე. მიმდინარე სეზონში ყველაფერი მარტშივე გადაწყდა, უპირატესობა ძალიან დიდია. არავინ კამათობს, რომ ჩემპიონთა ლიგაც, შიდა ტურნირებთან, ერთად უმნიშვნელოვანესია. გვარდიოლას თქმით, ლიგის ტიტული დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფორმაში იქნება გუნდი 10 თვის განმავლობაში.

შიდა ჩემპიონატი თანმიმდევრულობით გამოირჩევა, ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: გქონდეს შესაძლებლობა დაძლიო რთული პერიოდები სეზონში, მოიგო გასვლითი მატჩები, მაღალ დონეზე ჩაატარო საშინაო თამაშები, ნაკლები გავლენა იქონიოს ტრავმებმა შედეგზე. სწორედ ამაშია "ბარსელონა" საუკეთესო. დეკადის შედეგებითა და რეკორდებით კატალონიური კლუბი შიდა ჩემპიონატში დომინირებს. სწორედ ეს განაპირობებს ლა ლიგის მნიშვნელობისა და ინტრიგის დაკარგვას. თუმცა, რასაც "ბლაუგრანა" აკეთებს, წარმოუდგენლად რთულია."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    bergkamp
    სტუმარი [?]
    #12 19 მარტი 2019 00:02
    5
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: bergkamp
    ბარსელონას დომინირება ლა ლიგაში სრულიად მესის დამსახურებაა, კაცი რომელიც ყოველ წელიწადს, მინიმუმ 50 გოლში იღებს მონაწილეობას (ლა ლიგაში) შენ უბრალოდ ვალდებული ხარ ეს ტურნირი მოიგო. ასევე ლომის წვრილი აქვს ტერ შტეგენს რომელმაძ მისი სეივებით არაერთი ქულა მოგვიტანა

    ეგრე რონალდოსაც გაქონდა მაგდენი დაახლოებით მარა სადაა რეალის ტიტულები, 2 ლა ლიგა 2008 წლიდან და ისიც მსაჯების შუაზე გახევით, 12-12 ქულა მიანც რო აჩუქეს. ლა ლიგაშI დომინირება გამოიწვია პირველ რიგში გვარდიოლას შექმნილმა რამდენიმე მონსტრმა, მესის თაოსნობით რა თქმა უნდა. კამპ ნოუზე მაგრად თამაშმა და რაც მთავარია ბარსა არააა ის გუნდი თქვას რო მოდი ლა ლიგა დავიკიდოთ და სხვა ტურნირს მივხედოთო ზოგის არ იყოს. ამიტო არც მესის არც ინიესტას და არც სხვებს არ აკლდათ პროფესიონალიზმი და მოტივაცია რო ბოლომდე დახარჯულიყვნენ თუნდაც ლევანტესთან და ოსასუნასთან რომელსაც შეილება 10 000 კაცზე მეტი არ უყურებდა. თავში ავარდნილი და პაკაზუხა არც ერთი ყოფილა და ეგეც არის. მესი კი რა თქმა უნდა უმთავრესი ფაქტორია.

    რონალდოს კი გაქონდა მამდენი, მაგრამ მესი თვითონ ქმნის თამაშს, პლიუს ამას რამდენ საგოლე გადაცემებს აკეთებს? მოედნის ცენტრში რამდენ საქმეს ასრულებს? რონალდოს გოლების 80 პროცენტი ერთი შეხებით გაქონდა, არ მახსოვს რომელი სეზონი იყო რონალდო ბომბარდირი გახდა,სტატისტიკა დაუთვალეს და დაახლოებით 50 გოლიდან 40 ერთი შეხებით გატანილი ქონდა, ანუ ლოგიკურად მისი გუნდის დამსახურებაც იყო, ვთორე მამდენს ვერ გაიტანდა. მესი რომ არ გვყოლოდა რაც ლა ლიგა დავდეთ ბოლო წლებში უმეტესობა არც გვექნებოდა
    Hristo stoichkov
    სტუმარი [?]
    #11 18 მარტი 2019 23:55
    3
    ციტატა: Lasha71
    მთავარი გამორჩათ : აქ მესია!
    და ის 2 ჩემპიონატი რომ ვერ მოიგეს მსაჯების დამსახურებაა!!!

    100% getanxmebi dzma.ubralod shesworebas shevitan 2 ara 3.
    2 reals achuwes msajebma da erti atles sruli am sityvis mnishvnelobit.
    Barcelona bolo 10 welia erti tavit maghla dgas realze da martla marazmulad unda emsaja msajebs rom la liga gamoeglijat xelidan barcelonastvis rqc moxda kidec.
    Saqme rashia ici kide dzma.reals yoveltvis exmarebodnen msajebi da me piradad da kidev danarcheni kuleebic sheguebulebi vart am azrs rac dzalian cudi grdznobaa,magram uaresi ici ra aris? Marto imit ki ar kmayofildebodnen rim realistvis daxmareba gaewiath aramwd barcelonasac xels ushlidnen qulebis dagrovebashi.anu warmoidgine ramxelaze dziravdnen gunds?
    Maurinios da zidanis realis chempionobis dros rac davwere is moxda.gunds umowyalod eqceodnen.reals qulebis aghebashi exmarebodnen da barcelonas qulebis dakargvashi.
    Rac sheexeba atletikos chempionobas mashin yvelaferi normalurad chatarda ubralod gadamwyvet sachempiono matchshi messis 100% goli ar chautvales da dzalit gamoglijes chempionoba xelidan.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 18 მარტი 2019 23:29
    8
    მთავარი გამორჩათ : აქ მესია!
    და ის 2 ჩემპიონატი რომ ვერ მოიგეს მსაჯების დამსახურებაა!!!
    [?]
    #9 18 მარტი 2019 22:43
    6
    ციტატა: bergkamp
    ბარსელონას დომინირება ლა ლიგაში სრულიად მესის დამსახურებაა, კაცი რომელიც ყოველ წელიწადს, მინიმუმ 50 გოლში იღებს მონაწილეობას (ლა ლიგაში) შენ უბრალოდ ვალდებული ხარ ეს ტურნირი მოიგო. ასევე ლომის წვრილი აქვს ტერ შტეგენს რომელმაძ მისი სეივებით არაერთი ქულა მოგვიტანა

    ეგრე რონალდოსაც გაქონდა მაგდენი დაახლოებით მარა სადაა რეალის ტიტულები, 2 ლა ლიგა 2008 წლიდან და ისიც მსაჯების შუაზე გახევით, 12-12 ქულა მიანც რო აჩუქეს. ლა ლიგაშI დომინირება გამოიწვია პირველ რიგში გვარდიოლას შექმნილმა რამდენიმე მონსტრმა, მესის თაოსნობით რა თქმა უნდა. კამპ ნოუზე მაგრად თამაშმა და რაც მთავარია ბარსა არააა ის გუნდი თქვას რო მოდი ლა ლიგა დავიკიდოთ და სხვა ტურნირს მივხედოთო ზოგის არ იყოს. ამიტო არც მესის არც ინიესტას და არც სხვებს არ აკლდათ პროფესიონალიზმი და მოტივაცია რო ბოლომდე დახარჯულიყვნენ თუნდაც ლევანტესთან და ოსასუნასთან რომელსაც შეილება 10 000 კაცზე მეტი არ უყურებდა. თავში ავარდნილი და პაკაზუხა არც ერთი ყოფილა და ეგეც არის. მესი კი რა თქმა უნდა უმთავრესი ფაქტორია.
    King arturo
    სტუმარი [?]
    #8 18 მარტი 2019 22:25
    14
    ვალვერდე არაა ნამდვილად ცუდი მწვრთნელი, სხვანაირად ვერ ათამაშებს ბარსელონას ფიზიკურად ეგ კაცი. რა გუნდებშიც აქვს ნამუშევარი მაგის ფონზე არ მიკვირს, ესაა რაცაა და თუ ტრებლი დადო უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ბარსელონას ფანები პეპის ბარსელონას ვართ მიჩვეულები და ბუნებრივია მაგის მერე ვალვერდეს ბარსა ვერ მოგვხიბლავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მარტი 2019 22:25
    7
    ლა ლიგამ ინტრიგა პირველი კლასიკოს მერე დაკარგა :დდდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 მარტი 2019 22:22
    4
    ციტატა: kendricklamar
    ისე რაც არუნდა ლანძღოთ კაცი 2 წელიწადში მხოლოდ ერთი თამაში ჩააგდო კაცმა ვგულისხმობ ვალვერდეს
    (: ისიც ძააან არარეალური გარემოების შექმნით როცა რომა ბარსელონას 3 უპასუხო ბურთს უტანს აი ზღაპარზე ზღაპარი

    საოცარი თამაში იყო ეგ. წარმოუდგენელი. პირველი გოლის მომენტში უმტიტი რომ გაჩერდა და ჯეკოს არ გაყვა. საერთოდ ეგ რაში წერია. წარმოუდგენელი ეპიზოდია
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    bergkamp
    სტუმარი [?]
    #5 18 მარტი 2019 22:19
    7
    ბარსელონას დომინირება ლა ლიგაში სრულიად მესის დამსახურებაა, კაცი რომელიც ყოველ წელიწადს, მინიმუმ 50 გოლში იღებს მონაწილეობას (ლა ლიგაში) შენ უბრალოდ ვალდებული ხარ ეს ტურნირი მოიგო. ასევე ლომის წვრილი აქვს ტერ შტეგენს რომელმაძ მისი სეივებით არაერთი ქულა მოგვიტანა
    King arturo
    სტუმარი [?]
    #4 18 მარტი 2019 22:09
    4
    გუშინდელი თამაშია იმის საბუთი, რომ მესი და ჩვენი საყვარელი გუნდი საუკეთესოა :)
    მწერალი [?]
    #3 18 მარტი 2019 21:59
    2
    ციტატა: gurgenidze
    გოგო მწერალიც გვყოლია წარმატებები მარუსას ...

    heart_eyes heart_eyes გმადლობთ
    Culé [?]
    #2 18 მარტი 2019 21:51
    7
    გოგო მწერალიც გვყოლია წარმატებები მარუსას ...
    ფანი [?]
    #1 18 მარტი 2019 21:23
    25
    ისე რაც არუნდა ლანძღოთ კაცი 2 წელიწადში მხოლოდ ერთი თამაში ჩააგდო კაცმა ვგულისხმობ ვალვერდეს
    (: ისიც ძააან არარეალური გარემოების შექმნით როცა რომა ბარსელონას 3 უპასუხო ბურთს უტანს აი ზღაპარზე ზღაპარი