სამუელ ეტო’ოს ინტერვიუ

სამუელ ეტო’ოს ინტერვიუ

სამუელ ეტო’ომ "MARCA”-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. იგი როგორც ყოველთვის ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა და პასუხობდა ყველა შეკითხვას. "ბარსელონაში” იგრძნობა მისი არყოფნა, ხოლო იგი პირობას დებს, რომ არ დაბრუნდება მანამ, სანამ ასი პროცენტით მზად არ იქნება.

- როგორც სჩანს, მას მერე, რაც ეტო’ო ტრამვირებულია, "ბარსელონა” თავის დონეზე ვეღარ თამაშობს.

- შეუძლებელია ერთი ფეხბურთელის არყოფნის გამო ამხელა გუნდმა ვერ ითამაშოს, შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევაა. ჩვენ გვყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები. მე ვფიქრობ, რომ გუნდი უფრო და უფრო უახლოვდება თავის სათამაშო ფორმას. როდესაც ორი წლის განმავლობაში აპლოდისმენტებს იმსახურებ და უცებ შენს მიმართ მოდის კრიტიკა, ეს საკმაოდ ცუდია. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ისევ გავხდებით ის გუნდი, რომელიც ვიყავით.

- გუნდს ეტო’ო განსაკუთრებით აკლია გასვლით თამაშებში და არა "ნოუ კამპზე”…

- და სახლში არა? (იცინის). ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვითამაშოთ კარგად, მაგრამ უცხო მოედანზე ეს უფრო რთულია. ჩემი თანაგუნდელები აკეთებენ ყველაფერს, როგორც შეუძლიათ, მაგრამ არამგონია მე მათზე უკეთესად გამეკეთებინა რამე.

- არ ნერვიულობთ სეზონის ასეთი დაწყების გამო?

- არამგონია ღირდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს წინა სეზონის გამოცდილება და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს.

- რას ფიქრობთ რონალდინიოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე?

- ეს გაუმართლებელია. მას ყველა აკრიტიკებს, ისე, რომ არ არიან მწვრთნელები. თუ მას მწვრთნელი აყენებს შემადგენლობაში, ესეიგი მან იცის მისი შესაძლებლობები. ფეხბურთი მარტო ის არ არის, რომ რვა ფეხბურთელს გასცდე. ახლა რონის სხვა რამ მოეთხოვება, იგი ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე შესამჩნევი ფეხბურთელია და იგი მოედანზე ორთაბრძოლებს ჩვენთვის იგებს. ჩემთვის იგი ისევ ის რონალდინიოა – ნომერი პირველი. უბრალოდ ახლა იგი უფრო მეტად თამაშობს თავისი თანაგუნდელებისათვის, ყველას სურს იმ რონალდინიოს ხილვა, რომელიც სამი წლის წინ თამაშობდა, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთი შეიცვალა.

- მაგრამ ის ის აღარ არის, რაც იყო ადრე…

- არ შეიძლება ფეხბურთელის გაკრიტიკება ერთი ან ორი მატჩისათვის. ჩემთვის იგი ისევ პირველი ნომერია. სამი და ოთხი წლის წინ მას შეეძლო გასცდომოდა ათ ფეხბურთელს, მაგრამ იმის შემდეგ ფეხბურთი წინ წავიდა. ჩვენ არ შეგვიძლია მას ეს კიდევ მოვთხოვოთ. ახლა იგი სხვა სტილში თამაშობს, იგი იქცევს ორი ან სამი ფეხბურთელის ყურადღებას და ჩვენ გვიტოვებს თავისუფალ სივრცეებს. ჩვენ ვაფასებთ, რასაც იგი ჩვენთვის აკეთებს.

- შეგიძლიათ რონალდინიო წარმოიდგინოთ სხვა კლუბში?

- არ მჯერა, რომ ის წასვლას აპირებს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე უკვე დიდი ხანია რაც მას "ბარსაში” ვხედავ. "ბარსელონა” დაკომპლექტებული უნდა იყოს საუკეთესო ფეხბურთელებით.

- კრიტიკა ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია?

- ჩენამდე ყოველთვის მოდის გარკვეული კომენტარები. ყველა ცდილობს თავისი აზრის გამოთქმას, მაგრამ ზოგი კონტექსტიდან ამოვარდება ხოლმე, რადგან მას ცუდი დაინტერესება აქვს. თამაშის შემდეგ ერთი ჭიქის დალევა არ არის ცუდი, თუ იგი შენ მოდუნების საშუალებას მოგცემს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავნოს.

- ამ გავრცელებულ ხმებში თქვენ ხომ არ ხედავთ ორგანიზებულ კამპანიას?

- მე საიდან უნდა ვიცოდე. ხანდახან მე ვერ ვხვდები რა ხდება. მე ვკითხულობ ძველ პრესას. თუ ვინმე მეტყვის, წავიკითხავ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის სპეციალური კამპანია. უბრალოდ რონალდინიო საინტერესო არის როგორც კარგი, ასევე ცუდი კონტექსტითაც. არამგონია ხალხი მას აკრიტიკებდეს იმის გამო, რომ მისი "ჩაკვლა” უნდოდეთ, უბრალოდ ამთ სურთ ძველი რონალდინიოს ხილვა.

- ანრის ასევე აკრიტიკებენ…

- არა მგონია მას რამე პრობლემა ჰქონდეს. ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება ახალ კლუბში ადაპტაცია და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ ისე თამაში, როგორც იგი თამაშობდა "არსენალში”, რადგან ამ კლუბებს განსხვავებული ფილოსოფია აქვთ. ზოგიერთი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ფეხბურთში მწვრთნელზე კარგად ერკვევა, თვლის, რომ "ბარსამ” უნდა მოახდინოს ფეხბურთელთან ადაპტირება, მაგრამ ეს ესე არ არის, "ბარსა” უკვე დიდი ხანია თავის სტილში თამაშობს.

- მოასწრებთ "რეალთან” მატჩამდე გამოჯანმრთელებას?

- არ ვიცი. ეს არის ყველაზე ლამაზი თამაში მთელს მსოფლიო ფეხბურთშ, მაგრამ მე არ შემიძლია მოვლენების დაჩქარება. მე სათამაშოდ მხოლოდ მაშინ გამოვალ, როდესაც ფეხი ამის საშუალებას მომცემს. მაშინ, როდესაც მე დავბრუნები, ვიქნები ასი პროცენტით მზად.

- როგორი გუნდი არის მადრიდის "რეალი”?

- მე მათი თამაში ვნახე მხოლოდ "სევილიასთან”. ეს იყო შესანიშნავი მატჩი, ორივე გუნდი თამაშობდა კარგად. მატჩის ბედი შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ნებისმიერ მომენტში და საბოლოო შედეგი განაპირობეს დეტალებმა, კეიტას გოლის ხაირსხმა და მეორე გოლის დროს კანუტის მიერ ბურთის კონტროლმა.

- "სევილია” გაოცებთ თქვენ?

- არ უნდა დაგვავიწყდეს რა გადაიტანა ამ გუნდმა. ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ვერ მოუნელებიათ პუერტას სიკვდილი. მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ უკვე მერამდენე სეზონია ისინი კარგად თამაშობენ.

- როგორ ფიქრობთ, მადრიდის "ატლეტიკოს” შეუძლია სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა?

- ეს ის გუნდია, რომელსაცმე ყურადღებით ვაკვირდები, რადგან ამ გუნდის ბევრი ამჟამინდელი ფეხბურთელი თავის დროზე "მალიორკაში” ჩემთან ერთად თამასობდა. მადრიდელებს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ მაინც რაღაც აკლდათ. მე მსურს ვნახო როგორ თამაშობს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე თავისი გულშემატკივრების გამო. როდესაც თამაშობ ამ მოედანზე, იცი რომ ეს სასიამოვნო იქნება და თამაშის მოახლოვებას უფრო და უფრო ელოდები.

- როგორ ფიქრობთ, არბიტრის მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან არის იგი წარმოშობით?

- არ ვიცი რატომ თქვა შუსტერმა ეს. მე ამას არასოდეს დავკვირვებივარ და ვერ გამოვთქვამ ჩემს აზრს.

- რა ეტყვით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ანრის ყიდვამ თქვენ ცხოვრება გაგირთულათ?

- ხალხმა არ იცი ვმეგობრობთ თუ არა ჩვენ. ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დაიწყო კარგა ხნის წინ. მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ყოველთვის შესაძლოა ილაპარაკო რაც გინდა, მაგრამ ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ ვართ თანაგუნდელები.

- და რას ეტყოდით მათ, ვისაც სურს თქვენი დაბრუნება, რათა იხილოს ბრძოლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად?

- რა შეიძლება ვთქვა, ეს იქნება კარგი, რადგან "ბარსელონას” ყავს რონალდინიო, მესი, ეტო’ო, ანრი… არის ბევრი ვარიანტი. ეს იქნება კარგი კლუბისათვის. ხალხს შეუძლია თავისუფლად გამოთქვა აზრი, ერთადერთი ამით პრობლემა შეექმნება მწვრთნელს, მაგრამ მე ამას ვერ ვუწოდებდი ნამდვილ პრობლემას.

- მაგრამ ამას კიდევ ემატებიან ბოიანი და ჯოვანი.

- მათ ძალიან უნდათ თამაში, მაგრამ უნდა მოვუფრთხილდეთ მათ. ისინი ჩვენ ყველას კიდევ ბევრ სიხარულს მოგვიტანენ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ბოიანი მე გამიშვებს პენსიაზე.

- ის ამდენად კარგია?

- კი. მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ დიდი ბედნიერება არის იყო "ბარსელონაში” და თამასობდე რონალდინიოს და მესის გვერდით. მაგრამ იგი ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და არ შეიძლება მასზე დიდი დატვირთვა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი უკვე ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას თამაშის დროს კარგად უმუშავებს თავი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი გააგრძელებს პროგრესს. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძია მას დავაკისროთ დიდი პასუხისმგებლობა. მან უფრო მეტი უნდა იფიქროს განვითარებაზე.

- მას თვალები უბრწყინავენ.

- დიახ, თავის დროზე მეც ესე მჭირდა. ეს მე გამოვცადე მაშინ, როდესაც 16 წლის ასაკში "რეალში” მივედი და მომიწია თამაში რაულის, შუკერის და მიატოვიჩის გვერდით. მხოლოდ განაცხადში მოხვედრით მე უკვე კმაყოფილი ვიყავი. ერთხელ მე განაცხადში მოვხვდი ბილბაოში თამაშზე და ვცდილობდი სათადარიგოთა სკამზე მოვხვედრილიყავი რომელიმე ვარსკვლავის გვერდით, რათა კამერაში გამოვჩენილიყავი. შემდეგ კი მოდის შენი დროც, მაგრამ მანამდე საჭიროა ბევრი სწავლა.

- ბოიანს მწვრთნელი ათამაშებს ცოტ-ცოტას…

- მწვრთნელი ამით ძალიან კარგს აკეთებს. მე ბოიანს ყოველთვის ვეუბნები, რომ მაგრად იდგეს ფეხზე და შემდეგ მოედანზე გააკეთოს ის, რაც არის საჭირო. თუ იგი ერთი-ეერთზე გავა მეკარესთან, იგი პასს მაძლევს მე, მე კი ამ დროს ვეუბნები: "სულელი ხარ, რატომ არ გაიტანე შენთვითონ?” მან თავი მოედანზე თავისუფლად უნდა იგრძნოს.

- თქენ ბევრი იცინეთ, როდესაც ხალხი ამბობდა, თითქოს მწვრთნელმა გამოცვალა ინიესტა იმის გამო, რომ ვერ გაბედა თქვენიგამოცვლა.

- ერთხელ სასტუმროში მე ვნახე თოქ-შოუ ტელევიზორში და იგივე ადამიანი, რომელიც ადრე ამბობდა, რომ მესი იყო შესაცვლელი, ამჯერად ამბობდა, რომ მესი არასდროს არ უნდა შეცვალონ. ჩვენ ყველას გვსურს ვიყოთ მწვრთნელები, მაგრამ არ ვართ. მწვრთნელიც ადამიანია, რომელიც რასაც აკეთებს, აკეთებს გამარვებისათვის.

- თქვენ არ გიპასუხიათ ჩემი კითხვისათვის.

-მე ინიესტას მოედანზე ყოველთვის გამოვუშვებდი, რადგან ის არის ტალანტი და ჩემი მეგობარი. თუ მწვრთნელი ცვლის მას, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ სხვის გამოცვლას ვერ ბედავს, უბრალოდ ფიქრობს, რომ მესი ან მე მოვახერხებთ გატანას და ფიქრობს შედეგზე. და პირიქით, როდესაც საჭირო არის ბურთის კონტროლი, მოედანზე ყოველთვის ტოვებს ინიესტას და ჩავის, რადგან მათ შეუძლიათ ითამშონ 95 წუთი ისე, რომ არ დაკარგონ ბურთი.

- თქვენ მალე გამოგიძახებენ ნაკრებში, რათა ნახონ, შესძლებთ თუ არა თამაშს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მე არაფერს არ ვფიქრობ. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმა მხარემ. მე მიყვარს ფეხბურთის თამაში და მოხარული ვიქნები, თუ მხარეები მოილაპარაკებენ.

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.