"ბეტისი"-"ბარსელონა" წინასამატჩო მიმოხილვა

"ბეტისი"-"ბარსელონა" წინასამატჩო მიმოხილვა

კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩს სტუმრად "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს და ეცდება გააგრძელოს წაუგებელი სერია შიდა ჩემპიონატში. "ბარსა" უკვე 15 მატჩია არ დამარცხებულა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მარცხი კატალონიელებმა სწორედ "ბეტისის" წინააღმდეგ იწვნიეს, როცა "კამპ ნოუზე" ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ.

"ბარსელონა" დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებით სხვაობას გაზრდის უახლოეს მდევარ "ატლეტიკო მადრიდთან", რომელიც, თავის მხრივ, "ატლეტიკ ბილბაოსთან" 0:2 დამარცხდა.

საინტერესო ფაქტები

  • "რეალ ბეტისის" რიგებში სამი ექსბარსელონელი ასპარეზობს: მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო და ვილფრიდ კაპტუმი
  • "ბლაუგრანამ" ლა ლიგის ბოლო გასვლით 7 მატჩში კარი მშარალად 5-ჯერ შეინახა
  • "ბარსელონა" (64.8) და "რეალ ბეტისი" (63.8) პრიმერა დივიზიონი საუკეთესო კლუბები არიან ბურთის ფლობის მხრივ
  • ლიონელ მესიმ "ბეტისთან" ჩატარებულ 18 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა
  • თუ ლუის სუარესი დღეს მეტოქის კარს დალაშქრავს, გაუთანაბრდება დიეგო ფორლანს და გახდება ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ურუგვაელი გოლეადორი (ფორლანთან ერთად)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ARTHUR MELO 8
    სტუმარი [?]
    #3 17 მარტი 2019 19:50
    0
    დიდი ანგარიშით.უნდა მოვუგოთ.უმაღლესის ფეხბურთს ველი ბარსასგან.აბაროტი უნდა ავიღოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მარტი 2019 18:01
    0
    ციტატა: barcamilan
    http://www.streamhd-24.com/live/stream.php?t=Flash&link=https://stream365.pro/channel/migra&id=314367


    საქართველო რუსეთი უყურეთ აქ პირველი არხი გათიშულია

    22-6 მოვიგეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მარტი 2019 16:31
    2
    უნდა მოვიგოთ დღეს აუცილებლად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued