გილერმო ამორი: არაფრის გარანტია არ გვაქვს

გილერმო ამორი: არაფრის გარანტია არ გვაქვს

დღეს გაირკვა, რომ კატალონიელებს 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდება. ამასთან დაკავშირებით "ბარსელონას" დირექტორმა, გილერმო ამორმა კომენტარი გააკეთა.

"რაც მადრიდის "რეალსა" და პსჟ-ს დაემართათ, იმის დასტურია, რომ ამ ტურნირზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ინგლისური გუნდები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. წილისყრით კმაყოფილები ვართ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. არაფრის გარანტია არ გვაქვს. ეს იქნება ორი ფინალი, რომლებშიც კარგად უნდა ვითამაშოთ. შევეცდებით დამაკმაყოფილებელი შედეგი დავაიქსიროთ." - ციტირებს გილერმო ამორის სიტყვებს Marca.

გილერმო ამორს კითხვა ლუკა იოვიჩზეც დაუსვეს - "ეს ნორმალურია, ჩვენ ბევრ მოთამაშეს ვაკვირდებით." - უპასუხა "ბარსელონას" დირექტორმა ჟურნალისტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 მარტი 2019 17:11
    1
    ეხლა ფინალამდე ესე უნდა იძახო არაფრის გარანტია არ გვაქვსო? ცოტა ისეთი კომენტარი გააკეთე რო დაიმუხტოს გუნდი რა ყველა ვალვერდეს დამსგავსეთ ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued