ერთადერთი გუნდი 85-დან, რომელიც ლიონელ მესიმ "ბარსელონასთან" ერთად ვერ დაამარცხა

"ლიონთან" გამარჯვებით, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, 476 მოგება დააგროვა და კატალონიური გუნდის რეკორდსმენს, ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა.
არგენტინელმა "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე 85 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 84-ის დამარცხება მოახერხა.
ერთადერთი გუნდი, რომელიც მესისთან ერთად "ბარსელონამ" ვერ დაამარცხა, არც მეტი, არც ნაკლები - კატალონიური "გრამენეტია". გუნდი, რომლის სახელიც არაფერს გვეუბნება და რომელთან სტატისტიკის გამოსწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის ესპანეთის მე-6 დივიზიონში გამოდის და უახლოესი წლების განმავლობაში "ბარსას" ვერსად გადაეყრება.
მატჩი, რომელმაც ეს შედეგი გამოიწვია, 2004/05 წლების სეზონში, კოპა დელ რეიზე გაიმართა. "გრამენეტმა" მატჩი 1-0 მოიგო, მესი კი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]