სილვინიო – მთავარია დიალოგი და მუშაობა

სილვინიო – მთავარია დიალოგი და მუშაობა

ხუთშაბათს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სილვინიო დაეთანხმა იმას, რომ ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ, განსაკუთრებით გასვლით მატჩებში. სილვინიომ იქვე დაამატა, რომ კლუბში მზად არიან დიალოგისთვის და მუშაობისთვის.

სილვინიომ განაცხადა, რომ გუნდს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოუმატოს და ფეხბურთელები ამისათვის მზად არიან: "ყველა მუშაობს შედეგების გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვიჭირს გასვლითი მატჩების თამაში. ჩვენ ვეძებთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ის, რომ ჩვენ გმართებს უკეთესად თამაში, აშკარა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ ამას. ჩვენ უნდა ავიღოთ უფრო მეტი ქულა გასვლაზე, მხოლოდ ესე შევძლებთ ჩვენ მიზნის მიღწევას”.

სილვინიო მკაცრად უარყოფს იმას, რომ პრობლემა არის ფსიქოლოგიური, იგი ასევე ხაზს უსვამს გუნდის ერთიანობას: "მე არასდროს არ შემინიშნავს ფეხბურთელებს შორის რაიმე პრობლემა. ჩვენ ვთამაშობთ ბევრ თამაშს, ვატარებთ ბევრ დროს მოედანზე, ეს ყველაფერი კი გვაახლოვებს ერთმანეთთან. ყველა ფეხბურთელი აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია”.

კითხვაზე, გაუმჯობესდება თუ არა რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის თამაში, თუ მწვრთნელი მათ სათადარიგოთა სკამზე დასვამს, სილვინიო პასუხობს: "ეს რთული კითხვააა. მე პროფესიონალი ვარ და მე მსურს თამაში, ისევე როგორც გუნდში ჩემს პარტნიორებს. მწვრთნელი გვანიწებს ჩვენ თავდაჯერებულობას და ჩვენ ველოდებით პროგრესს”.

სილვინიოს კითხვა დაუსვეს ასევე მის თანამემამულე რონალდინიოზე, რაც მან უპასუხა: "იგი იძულებულია ითამაშოს ზეწოლის ქვეშ. მას ყოველთვის ესეთი ცხოვრება ჰქონდა და ეს არ ეხება მხოლოდ "ბარსას”, არამედ ბრაზილიის ნაკრებსაც. ის წამყვანი ფეხბურთელია და მასზე დიდი ზეწოლა არის, მთავარი არის ის, რომ იგი ამას უძლებს”.

ერიკ აბიდალთან მარცხენა ფლანგზე თამაშისათვის წარმოქმნილ კონკურენციაზე სილვინიომ შემდეგი განაცხადა: "ჩვენს გუნდში თავი მოიყარეს შესანიშნავმა ფეხბურთელებმა, რომლებსაც სურს ძირითად შემადგენლობაში თამაში. მე ვვარჯიშობ ყოველდღიურად იმისათვის, რომ სარგებელი მოვუტანო "ბარსელონას”.

წყარო: www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.