გვარდიოლამ პრეს-კონფერენცია გამართა

გვარდიოლამ პრეს-კონფერენცია გამართა

პეპ გვარდიოლა იყო პირველი, რომელმაც პრეს-კონფერენციაზე გაარჩია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური კენჭისყრა.
კენჭისყრის შემდეგ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მატჩებში ფავორიტების გამოკვეთა რთულია: "ვნახოთ როგორ ფორმას შევინარჩუნებთ ამ მატჩამდე. ახლანდელი ფორმა არ მეტყველებს ამ მატჩის შედეგზე. ”არსენალმა" ჯგუფურ ეტაპზე არაჩვეულებრივად იასპარეზა. ეს გუნდი ვერ იგებს თასებს, თუმცა ყოველთვის მაღალ პოზიციაზე დგას. მატჩებს, რომელსაც მე ვუყურე ისინი არაჩვეულებრივ ფეხბურთს აჩვენებენ. მათ აქვთ განსაკუთრებული თამაშის სტილი."
პეპმა აღნიშნა ის, რომ ”არსენალში" არ არის ფეხბურთელი, რომელიც ცუდად თამაშობს: ”მათ გუნდში არიან არაჩვეულებრივი ფეხბურთელები: ნასრი, სესკი და შამახი. ჩვენი ბოლო შეხვედრა ძალიან ლამაზი გამოვიდა, რადგან ეს ორი გუნდი ძალიან გავს ერთმანეთს".
გვარდიოლამ დაამატა: "არსენალი"   ის გუნდია, რომელიც ბევრს მუშაობს დაცვაზე. ისინი დაცვიდან კარგად გადაიდან შეტევაში და შეუძლიათ ბურთის კონტროლი. ასე რომ ძალიან ლამაზი ორი მატჩი გველის წინ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.