ინტენსიური ვარჯიში ვალდესის და ხორკერასათვის

ინტენსიური ვარჯიში ვალდესის და ხორკერასათვის

ხუთშაბათს, დილის ვარჯიშზე "ბარსელონას” მეკარეებს, ვიქტორ ვალდესს და ალბერტ ხორკერას სპეციალური და ძალზე ინტენსიური ვარჯიში ჰქონდათ. მეკარეებმა ვარჯიში მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუასთან ერთად ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიწყეს. მწვრთნელის განცხადებით ცალკეული ფეხბურთელების ნაციონალურ ნაკრებებში გაწვევა შესანიშნავი არის ინდივიდუალური ვარჯიშისთვის.

ოლეგერი, რომელიც ოთხშაბათს სპორტდარბაზში ვარჯიშობდა და ესკერო, კლუბის ერთ-ერთ მწვრთნელტან ერთად ვარჯიშობდნენ. ხოლო გუდიონსენი, სილვინიო და ტურე ამ დროს სპორტდარბაზში იმყოფებოდნენ. შემდეგ გუდიონსენმა და სილვინიომ "კამპ ნოუზე” ჩაწოდებებსა და დარტყმებში ივარჯიშეს.

ედმილსონი, რომელიც სულ მალე სრულად გამოჯანმრთელდება, ბურთთან ერთად ვარჯიშობდა და კარში დარტყმებსაც არ ერიდებოდა.

ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არ გამოიძახეს, ბოლო კვირის ვარჯიში პარასკევს დილით ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ისინი დაისვენებენ.

წყარო: www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.