ტერ შტეგენი: 2016 წელს "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი

ტერ შტეგენი: 2016 წელს "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი

"ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ თავის დროზე კლუბიდან წასვლაზე ფიქრობდა.

"სინამდვილეში, მე და კლაუდიო ბრავოს იმისთვის გამკლავება მოგვიწია, რომ პირველი ნომრის წოდებისთვის ერთმანეთს კონკურენციას ვუწევდით.

ის შესანიშნავი მეკარეა, რომელმაც მაშინ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა. მწვრთნელს ცვლილებების შეტანა არ მოუწია, ვინაიდან მას ჩემპიონატში ჰყავდა მეკარე, რომელიც კარგ თამაშს აჩვენებდა.

ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში საკუთარ მომავალზე დაფიქრდები, რადგანაც სათამაშო პრაქტიკა - ეს ყველაზე მთავარია.

თუ მწვრთნელი იტყოდა, რომ ახლა მე ჩემპიონატში ვთამაშობ, ბრავო კი სხვა ტურნირებზე, სჯობდა არ ეთქვა. ეს არ მსურდა და 2016 წელს "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი.

მე და კლაუდიო რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით გახსნილები ვიყავით. გარკვეულ მომენტში ასე გაგრძელება აღარ შემეძლო.

"ბარსელონამ" კონკრეტული არჩევანი გააკეთა და მე ამირჩია. ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით იმედებს ვამართლებ." - განაცხადა ტერ შტეგენმა.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავო 2016 წელს "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Jeremy Mathieu
    სტუმარი [?]
    #5 2 მარტი 2019 12:44
    1
    შტეგო, ბარსას ლეგენდა გახდები.
    [?]
    #4 2 მარტი 2019 00:48
    7
    არადა ბრავო უკლასნესი იყო. ძალიან საიმედო. მარა დეორ დროს გაყიდეს. კი ვნახეთ რაც დაემართა სიტიში. უკვე უკან უკან მიდიოდა. უდრო ძვირად გაუშვეს და უკეთესი მოიყვანეს. შტეგო კიდე ნ 1 გახდა და დაგვიფასა. ზუსტად ისეთია ბარსასთვის როგორსაც ვინატრებდი
    Forever Cule
    სტუმარი [?]
    #3 1 მარტი 2019 21:33
    20
    სწორი არჩევანი გააკეთეს შენ რომ დაგტოვეს კლუბში 💙❤
    FrEnKiE dE jOnG 6
    სტუმარი [?]
    #2 1 მარტი 2019 20:54
    8
    არადა ბრავოც ძალიან მაგარი მეკარე იყო.

    არადა ბრავოც ძალიან კარგი მეკარე იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 მარტი 2019 20:50
    27
    კიდე კაი ბრავო გაუშვეს და არა შენ <3

    პ.ს. 403 გოლი აქვს რეალს გატანილი კლასიკოს ისტორიაშა ბარსას 398 ხვალე 5 გოლი უნდა გავუტანოთ :დდდდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued