"ბარსელონამ", შესაძლოა, ანდრე ონანა დაიბრუნოს

"ბარსელონა" "აიაქსის" კამერუნელი მეკარით, ანდრე ონანათი ინტერესდება, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა გოლკიპერი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს. "ლურჯ-ბროწეულისფერები" ონანას იასპერ სილესენის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ. ეს უკანასკნელი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლა სურს. აფრიკელი მეკარის ტრანსფერის თანხამ, შესაძლოა, 20 მილიონ ევროზე ნაკლები შეადგინოს.
22 წლის ონანა "ბარსელონას" აღზრდილი გახლავთ. ის "აიაქსში" 2015 წლის იანვარში გადავიდა. ამსტერდამელებმა მასში 150 ათასი ევრო გადაიხადეს. ონანას კონტრაქტი ჰოლანდიურ კლუბთან 2021 წლამდე მოქმედებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]