დეკო, ეტო’ო და ედმილსონი მალე დატოვებენ ლაზარეთს

დეკო, ეტო’ო და ედმილსონი მალე დატოვებენ ლაზარეთს

დეკო ბრაზილიიდან ესპანეთში დაბრუნდა, რათა ხუანხო ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძოს სარეაბილიტაციო პროცესი. პორტუგალიელის გამოჯანმრთელების პროცესი ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სრულიად შესაძლებელია, რომ მან თამაში უკვე "ესპანიოლის” წინააღმდეგ შესძლოს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კატალონიური დერბისათვის სრულ მზადყოფნაში იყოს ასევე კამერუნელი სამუელ ეტო’ოც.

თუ ამ ფეხბურთელებმა "ესპანიოლთან” მატჩისათვის ვერ შესძლეს სათანადო ფორმაში შესვლა, ისინი "დეპორტივოსთან” აუცილებლად შესძლებენ თამაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვალენსიასთან” და "რეალთან” დაპირისპირების დროს "ბარსელონას” დეკოც და ეტო’ოც დაეხმარებიან.

ფრანკ რაიკაარდისთვის სასიხარულო ფაქტი არის ასევე ისიც, რომ სწრაფად მიდის ედმილსონის გამოჯანმრთელების პროცესისც. კატალონიელთა საყრდენი ნახევარმცველი მწყობრში ზუსტად იმ დროს ჩადგება, როდესაც ია ია ტურე  აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრება.

ასევე ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აფრიკის თასზე სათამაშოდ გამგზავრება მოუწევს სამუელ ეტო’ოსაც. როგორც კამერუნის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ოტო პფისტერია ამბობს, იგი ამ ტურნირზე ძირითად იმედებს სწორედ გუნდის ლიდერზე ამყარებს. ეტო’ო ამჟამად გერმანიაში იმყოფება და ბარსელონაში კვირას დაბრუნდება. ჰერცოგენაურახში გამგზარების წინ მან ხუანხო ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ უკვე მოასწრო ვარჯიში. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კამერუნელი სერიოზულად უდგება გამოჯანმრთელების საკითხს, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს თავის გუნდს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.