"ბარსელონამ", შესაძლოა, ალბას ახალ კონტრაქტზე განცხადება დღესვე გააკეთოს

"ბარსელონას" ესპანელი მცველი, ჟორდი ალბა, კარიერას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გააგრძელებს. იტყობინება, Diario Sport.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ ახალი კონტრაქტის პირობებზე, რომელიც 2024 წლამდე იქნება გათვლილი. ასევე მოსალოდნელია, რომ "ბარსელონა" ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
ახალი კონტრაქტი ალბას შანსს მისცემს კარიერა სწორედ "ბარსელონაში" დაასრულოს, სადაც 2012 წლიდან ასპარეზობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]