ტერ შტეგენი: სუარესი? მე არ შემიძლია კოლეგის განხილვა
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ლიონთან" მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ მეტის იმედი გვქონდა, მაგრამ შედეგი ორივე გუნდისთვის სამართლიანია, ამიტომაც ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.
წინ ბევრი მატჩია, ჩვენ შემდეგ რაუნდში გასვლა გვსურს და ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გვჯერა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ "ლიონი" მაღალი კლასის გუნდია, ჩვენ შეტევაში ძლიერები ვართ და ვიცით, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მეტოქის დამწუხრება.
ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებულები, რადგანაც ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
სუარესი თავის მომენტებს ვერ იყენებდა? მე არ შემიძლია კოლეგის განხილვა, მაგრამ ვიცით, რომ ის მაღალი დონის ოსტატობას ფლობს და გუნდში მისი ყოფნით მოხარულები ვართ. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით.
სუარესი ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. ვიმედოვნებ, რომ მალე ის კვლავ გაიტანს, რადგან ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს. ის ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იღებს." - განაცხადა გერმანელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]