ხუან ლაპორტა: “რაიკაარდს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს პრობლემის გადასაჭრელად”

ხუან ლაპორტა: “რაიკაარდს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს პრობლემის გადასაჭრელად”

ხუან ლაპორტს ბოლო დროს ბევრი სამუშაო დაუგროვდა – ნიონში გამართული "უეფას” ყრილობა; "G-14″-ის ასამბლეა ბრიუსელში; "ფიფას” შეხვედრა. ამას დამატებული ალკოიში გამართული სათასო შეხვედრა და მეხანძრის როლი ხეტაფეში განცდილი კატასტროფის შემდეგ.

"უეფას” შტაბის ექვსსაათიანი შეხვედრის შემდეგ ლაპორტა "სპორტის” ჟურნალისტს დასთანხმდა ჟენევის აეროპორტში მცირეოდენ ინტერვიუზე:

-როგორ აფასებთ "ბარსელონას” მარცხს "ხეტაფესთან”?

-აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები გასვლით მატჩებში, ეს თვალშისაცემია.

-ეს საფეხბურთო პრობლემაა?

-ეს პრობლემა შედის სამწვრთნელო შტაბის კომპეტენციაში და სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ აღიშნული პრობლემა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ – ადმინისტრაცია, სრულიად ვუჭერთ მხარს რაიკაარდს და მის გუნდს და ვეხმარებით პრობლემის გადაწყვეტაში.

-როგორ მოგეჩვენთა რაიკაარდის დასკვნები სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ხომ არ იყო ისინი გამაოგნებელი?

-მე საკითხს ესე არ ვუყურებ. პრობლემა რეალურად არსებობს და ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა გასულ წელს. ვიმეორებ, რომ ეს არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაჭრას.

-ესეიგი პრობლემა არ არის შიდა კომისიის კომპეტენცია?

-კომისია არის შექმნილი იმისთვის, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენონ იმის შესახებ, თუ რა ხდება გუნდის შიგნით. ეს ეხება სამედიცინო, ფიზიკური მომზადების, ტექნიკურ და სპორტულ ასპექტებს. ამ ყველაფრის შესახებ მათ უნდა აცნობონ პასუხისმგებელ პირებს.

-კომისიამ გადაწყვიტა, რომ პრობლემის მოგვარება სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა?

-პრობლემა გამოკვეთიალია, ჩვენ ვერ ვახერხებთ გასვლითი თამაშების მოგებას და ეს მწვრთნელების კომპეტენციაა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან პრობლემის მოგვარებაში ჩვენი მხარდაჭერით.

-გასული წლისგან განსხვავებით მიმდინარე წელს პრობლემა დროულად იქნა აღმოჩენილი? 

-უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ სიტუაცია და ავანაზღაუროთ დაკარგული ქულები.

-გულშემატკივარი აღშფოთებული და განაწყენებულია, თქვენ?

-მე მშვენივრად მესმის გულშემატკივრების, მაგრამ მათ შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, რადგან ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გულშემატკივართა ყველა მოლოდინი და მე ვიცი, რომ ეს მოლოდინი დიდია, გამართლდეს.

-რა განუცხადეთ თქვენ მწვრთნელებს?

-რომ ჩვენ მათ სრულიად ვუჭერთ მხარს, რათა მათ იმუშავონ ფა გადაჭრან პრობლემა. რაიკაარდმა იცის ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობა და მან უკვე დაამტკიცა, რომ პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

-შეცვლის რაიკაარდი სათამაშო სისტემას?

-”ბარსას” უკვე აქვს თავისი სისტემა და საჭიროა ამ სისტემის ახალი ინტერპრეტაციით წარმოჩინება.

-რას ეტყოდით კლუბის ფეხბურთელებს?

-არაფერს, ეს მწვრთნელების საქმეა და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი ამ ამოცანას თავს გაართმევენ.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.