ბართომეუ: ალბას 5-წლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ

ბართომეუ: ალბას 5-წლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ჟორდი ალბას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.

29 წლის მარცხენა მცველმა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, მიმდინარე სეზონში კლუბში დარჩენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

"ალბამ გვითხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა. მას ახალი 5-წლიანი ხელშეკრულება შევთავაზეთ და იმედი გვაქვს, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ." - ბართომეუს ამ სიტყვებს Marca ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 15 თებერვალი 2019 15:36
    6
    ალბა საუკეთესოა მის პოზიციაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 თებერვალი 2019 03:08
    17
    ძაან კაი მოაწერს კიდეც ხელს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued