მაროკოს ფედერაცია არგენტინას, მესის თამაშის სანაცვლოდ, დამატებით თანხას უხდის

  • 9-02-2019, 16:28
  • მაროკოს ფედერაცია არგენტინას, მესის თამაშის სანაცვლოდ, დამატებით თანხას უხდის

    მაროკოს ფეხბურთის სამეფო ფედერაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან, მათ ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში, ლიონელ მესის მონაწილეობის საკითხზე მოლაარაკებებს აწარმოებს, იტყობინება El Intransigente.

    არგენტინელები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ - "ვანდა მეტროპოლიტანოზე", ვენესუელას წინააღმდეგ და ტანჟერში, მაროკოსთან.

    როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, მესი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში არ უთამაშია, საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას მადრიდში გასამართ მატჩზე აპირებს. მაროკოელებს კი სურთ 31 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მათთან თამაშშიც დაარწმუნონ.

    მაროკოს ფედერაცია, თავდაპირველად, არგენტინის ასოციაციას, საკონტროლო თამაშის ჩატარების სანაცვლოდ 969 ათას ევროს სთავაზობდა, მაგრამ თუ ლიონელ მესი ამ მატჩში მონაწილეობაზე უარს იტყვის, აფრიკელები თანხას 528 ათასამდე დააკლებენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 თებერვალი 2019 21:33

    იდი ნა მორეთ ტყუილად უნდა დაიტვირთოს მესი ისედაც რთული სეზონი აქვს წინ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ბათუმსკი92 Culé [?]

    9 თებერვალი 2019 18:16

    თანხა არაა საჭირო მთავარია უხეში ფეხბურთი არ ეთამაშოთ

    0
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    9 თებერვალი 2019 17:07

    რა ჟმოტები ყოფილან smile 31 000 ჯიბეში ჩაიდეთ არაა? smile
    დაამრგვალეთ თანხა და მოდის მესიი! smiley

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV