“ალკოიანო”-”ბარსელონა” – რაიკაარდის წინასამატჩო ინტერვიუ

“ალკოიანო”-”ბარსელონა” – რაიკაარდის წინასამატჩო ინტერვიუ

"ბარსელონას” თავკაცმა აღნიშნა, რომ აწი იგი გასვლით შეხვედრებს სხვანაირად მიუდგება. რაიკაარდი გამოტყდა, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი გასვლით თამაშებში თავის დონესთან შედარებით ცუდად თამაშობს.

ორშაბათს ფრანკ რაიკაარდმა გამართა პრესკონფერენცია, რომელიც უნდა ყოფილიყო ესპანეთის თასზე "ალკოიანოსთან” მატჩზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტებს ესპანეთის ჩემპიონატში "ხეტაფესთან” განცდილი მარცხი უფრო აინტერესებდათ. "ჩვენ გავაკეთეთ ცვლილებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები საბოლოოა. ჩვენ პირველად არ ვლაპარაკობთ ამ თემაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ გარკვეული დეტალები ჩვენს სათამაშო სტილში” – განაცხადა რაიკაარდმა.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა გააანალიზა კლუბის გასვლით შეხვედრებში ნაჩვენები ცუდი შედეგები: "ჩვენ უნდა მივაღწიოთ გუნდურ თამაშს. ჩვენ ასევე ყველამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ვერ გეტყვით კრიზისში ვიმყოფებით თუ არა ჩვენ, მაგრამ გასვლით შეხვედრებში რომ ბევრ ქულას ვკარგავთ ეს ფაქტია და ჩვენ რამე უნდა მოვიმოქმედოთ”. რაიკაარდი მოერიდა კონკრეტული სახელების დასახელებას, მაგრამ მაინც განაცხადა, რომ "გასვლაზე რამდენიმე ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებს ზღვარს ქვემოთ თამაშობს”.

მიუხედავად ყველაფრისა, რაიკაარდი მაინც მშვიდად არის. იგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მოგვარდება: "მე ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ აქ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით ჩვენს პრობლემებს. ყოველი წარუმატებლობა ჩემთვის გამოწვევაა”.

რაიკაარდმა თავისი თავი დაახასიათა, როგორც "თვითკრიტიკული” და გასვლით თამაშებში წარუმატებლობაში თავისი თავი დაადანაშაულა: "მე არასოდეს არ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ ჩემი ფეხბურთელებით”.

დღეს "ბარსელონა” სტარტს აიღებს ესპანეთის თასზე "ალკოიანოსთან” გასვლითი მატჩით. რაიკაარდს არ სურს არ დააფასოს მეტოქე, რომელიც ერთი შეხედვით მის კლუბზე ბევრად სუსტია: "ესეთი თამაშები ძალზე რთულია. ჩვენ მოედანზე უნდა გავიდეთ გამარჯვების ძლიერი სურვილით”.

რაიკაარდი თვლის, რომ დღევანდელ მატჩი გამარჯვების ორი გზა არსებობს, "პირველი – გამართლება, მეორე – ძლიერი სურვილი და გამარჯვება”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.