გამოწვევა #ThingsIWouldBan: „სევილიას“ საპასუხო მატჩში მესის არყოფნა სურდა

გამოწვევა #ThingsIWouldBan: „სევილიას“ საპასუხო მატჩში მესის არყოფნა სურდა

გამოწვევა #ThingsIWouldBan გულისხმობს ყოველივე იმ ფაქტს ან მოვლენას, რომლის აღკვეთაც საზოგადოების ცალკეულ დაჯგუფებას თუ ინდივიდს სურს. აღნიშნულ საკითხს "სევილიას" პრეს-სამსახური ორიგინალურად მიუდგა.

ანდალუსიურმა კლუბმა ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მესის "დაბლოკვა" მოისურვა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "სევილიელთა" სურვილი რეალობად არ ქცეულა. არგენტინელმა ლეგენდამ 31 იანვარს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, "ბლაუგრანამ" კი დიდებული გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 6:1.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 თებერვალი 2019 16:13
    1
    ვაი ამათ პატრონს უბედურს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    professor1984
    სტუმარი [?]
    #1 1 თებერვალი 2019 14:23
    2
    ციტატა: Wtf man
    მთვარეზე მოჯმა არ უნდოდათ?

    უნდოდათ მაგრამ არგამოუვიდათ laughing