ერნესტო ვალვერდე "სევილიასთან" მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე "სევილიასთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სევილიასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"გასულ კვირაში როტაციას მივმართეთ, როგორც ამას ბევრი გუნდი აკეთებს. 6 დღეში 3 თამაში გვაქვს, პრიორიტეტი კი ხვალინდელი შეხვედრაა.

კონტრაქტის განახლება? ბართომეუსთან ჰარმონიული ურთიერთობა მაქვს. როდესაც რამე გვექნება სათქმელი, ამას გავაკეთებთ.

თასზე ასპარეზობის გაგრძელება გვინდა. ლეომ და პიკემ უკვე თქვეს, რომ პირველივე წუთებიდანვე ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს. როდესაც ამას ვერ ვახერხებთ, ჩავარდნას ჰგავს. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, მზე ისევ ამოვა და შაბათს მომდევნო მატჩი გვექნება.

დაცვაში თამაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. "სევილია" არის გუნდი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. მეტოქეს გოლის გამტანი ბევრი მოთამაშე ჰყავს. ჩვენი მიზანია თავი კარგად დავიცვათ და მეტოქეს გატანის საშუალება არ მივცეთ, ხოლო საკუთარი შანსები გამოვიყენოთ.

იმედი გვაქვს, უმტიტი მალე დაგვიბრუნდება. ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და დავრწმუნდეთ, რომ ის 100%-ით გამოჯანმრთელდა.

საცირკო წარმოდგენა მესიზე? ის მხოლოდ ფეხბურთელი არაა. მე მისი მწვრთნელი ვარ, როგორც მოთმაშის, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაა. ეს ნაბიჯი ბევრ რამეს ნიშნავს.

ვფიქრობ, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, რისიც არაერთი მიზეზი არსებობს. ფეხბურთი დიდებული მომენტებისგან, თამაშებისგან შედგება, რომლებიც გულშემატკივრებს ამახსოვრებათ. გაგვიხარდება, თუ "სევილიასთან" მატჩი ერთ-ერთი მათგანი იქნება. გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენ მოვუწოდებ".

ივან რაკიტიჩი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ამას წლების განმავლობაში ამტკიცებს. ამაში ეჭვი არ გვეპარება. ის, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია სამომავლოდაც.

თამაშზე გავლენას ფეხბურთელების მახასიათებლები ახდენს. არტური ადაპტაციას ძალიან კარგად გადის და ის შესანიშნავ თამაშს აჩვენებს.

ნელსონ სემედო მრავალი მიმართულებით უმატებს. ის პროგრესს განიცდის როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ის ძალიან სწრაფია და რთულია მას გაცდე.

დემბელეს მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. არ ვიცი, იქნება თუ არა ის მზად "ვალენსიასთან" მატჩისთვის.

თერთმეტმეტრიანები? რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენც ბევრი პენალტი დავარტყათ. კარგი დამრტყმელები გვყავს.

როდესაც ამის დრო მოდის, პრიორიტეტს რომელიმე ტურნირზე აკეთებ. ახლა კი ჩვენი პრიორიტეტი ხვალინდელი თამაშის მოგებაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messiiesta
    სტუმარი [?]
    #10 30 იანვარი 2019 22:52
    0
    ციტატა: nika 54
    ივან რაკიტიჩი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ამას წლების განმავლობაში ამტკიცებს. ამაში ეჭვი არ გვეპარება. ის, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია სამომავლოდაც.

    ყველამ იცოდეს ეს...

    ციტატა: me da barca
    ისე არც კი მახსოვს ბოლოს, როდის დადეს თერთმეტმეტრიანი ბარსას სასარგებლოდ.

    შარშან მე მგონი სუარესმა რო გაიტანა, მესი არ იყო.

    რეალის კარში დაინიშნა ბოლოს ვარანმა რო წააქცია სუა,ეგ როგორ არ გახსოვთ ელკლასიკოს ფლეშსკორზე უყურებ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 30 იანვარი 2019 15:45
    0
    ივან რაკიტიჩი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ამას წლების განმავლობაში ამტკიცებს. ამაში ეჭვი არ გვეპარება. ის, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია სამომავლოდაც.

    ყველამ იცოდეს ეს...

    ციტატა: me da barca
    ისე არც კი მახსოვს ბოლოს, როდის დადეს თერთმეტმეტრიანი ბარსას სასარგებლოდ.

    შარშან მე მგონი სუარესმა რო გაიტანა, მესი არ იყო.
    messiiesta
    სტუმარი [?]
    #8 30 იანვარი 2019 12:24
    1
    ეს შოტი სპეციალურად დააფიქსირეს, 1-სტადიონზე ხალხი აღარ დადის და უნდა მოიზიდონ, 2-ყველაზე კარგი ვარჯიში ჩ,ლიგისთვის როგორ ამოაგდო ქამბექი,3-დატესტვა იმ 11ეულის რომელიც ყველა ტურნირს მოიგებს და ამაზე ცუდი მდგომარეობიდან გამოსვლას მოახერხებს:) მე ამ თამაშისგან ნამდვლის სპეკტაკლს ველი სხვა შეილება პირიქიტ ფიქრობს მარა მე რატომღაც ასე მგონია:) გადაახევენ ბურტს თAვზე პირველივე წუთებიდან:. წარმატებები ყველას, ფულის მოგება შეილება ამ თამაშით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 იანვარი 2019 00:03
    1
    მომენტების გამოყენება თუ გინდა მალკომის მაგივრად კოუ დააყენე მართალია კოუც მაზავს მარა ეს მალკომი კატასტროფაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 29 იანვარი 2019 23:43
    0
    აი რა მიკვირს თუ გამოვარდნა და სხვა ურნირებზე მთელი ყურადღების გადატანა არ ქონდა გადაწყვეტილი მაშინ გასვლაზე ის სასტავი რატო დააყენა ვინც თვითონაც იცოდა რო იმ თამაშს ვერ მოიგებდა

    მწვრთნელი კი არა ბაჯაღლო სლე ხარ შენი მომთრევის ოჯახს შვცი
    ფანი [?]
    #5 29 იანვარი 2019 22:32
    5
    მიდი ვალო მიაწექი სიმონ მაინც გაგინებბენ და მისცხებოლომდე smile ბიჭო ჩავარდნა ვისარქონია ბlიად,აგერ რეალმა რაქნა მთელი ევროპა იxმარა სიმონ და მაინც გააjმევინეს რონალდოს და ზიდანს რატოხდება ესე ეს.დედა ნაქაჩი, მარტო ცუდს რატო აფიქსირებენ ამუღამებენ ესხალხი ბ,.ად
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 იანვარი 2019 22:18
    2
    "პრიორიტეტი კი ხვალინდელი შეხვედრაა" და თუ "ყოველთვის გამარჯვება გვსურს" ის კვერცხობა არ უნდა ჩაგედინა სევილიაში!!!

    ამ არასწორი როტაციის გამო ახლა მეტი ძალიხმევა დაგჭირდება!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 იანვარი 2019 22:13
    5
    არ ხარ შენ ბარსას დონის მწვრთნელი, თუ გინდა სამომავლოდ ნორმალურ გუნდს მაინც ჩაუდგე სათავეში დრო0ზე აუდე აქედან თორე საბოლოოდ ტენერიფეშიც ვერ მოხვდები...
    მაინც რქებით აწვება ბიჭი კედელს, შენ რო მაღალზე საუბარი არ მაქ კარგი მწვრთნელი იყო სეზონის შუა ნაწილში 2-3 ფეხბურთელის მაგივრად 23-ვე იგროკი ფორმაში გეყოლებოდ, შენი სულელური როტაციები კიდე ისეთი მწვერვალია შენც ვერ ამოგიხსნია ალბათ, მიდი ახლა შეკალი მესი სევილიას, მიდი აკიდე ტრავმები ძირითადის იგროკებს და იმართლე მერე თავი ჟურნალისტებთან შე *ირო შენ...
    არადა რა დონის იგროკებიც გყავს 23 კაციან განაცხადში არც პრომერაში უნდა გვქონდეს რაიმე სანერვიულო და არც კოპაზე მაგრამ რეალობა რაცაა დიდებული ვალვედეს ხელში ვხედავთ....
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 იანვარი 2019 22:04
    8
    მესი სუარესი ბოატენგი რო ცადო არაა? ხო ხედავ კოურინიო უსაზიზღრეს ფორმაშია, მაგის თამაშს მირჩევია მარტო მესი სუარესი იყოს წინ და უკან ბუსკეცი, რაკიტიჩი, არტური და არტურო
    Culé [?]
    #1 29 იანვარი 2019 21:58
    12
    არ მევასები მარა წარმატებები !! სულით და გულით ბიჭებთან ვარ ხვალ მიდით ლომებო თქვენ იცით უნდა დავადუღოთ სევილია