"ჟირონა" - "ბარსელონა". საინტერესო ფაქტები

"ჟირონა" - "ბარსელონა". საინტერესო ფაქტები

ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, "ბარსელონა" ლა ლიგაში სტუმრად "ჟირონას" დაუპირისპირდება. ხვალინდელი შეხვედრა "ესტადი მონტილივზე" გაიმართება, ახლა კი გთავაზობთ, ამ ორი გუნდის დაპირისპირების საინტერესო ფაქტებს. 

  • მიუხედავად "ჟირონას" 88 წლიანი არსებობისა, კატალონიური კლუბები ერთმანეთს მხოლოდ მეხუთედ შეხვდებიან, წინა ოთხ შეხვედრაში სამ შემთხვევაში გამარჯვება "ბარსელონამ" მოიპოვა, ხოლო ერთხელაც გუნდებმა ფრე ითამაშეს (2:2)

  • "ბარსელონა" და "ჟირონა" ერთმანეთს პირველად 2011 წლის 8 აგვისტოს შეხვდნენ, "ბლაუგრანამ" გადახალისებული შემადგენლობით მინიმალური სხვაობით იმარჯვა (2:1) 

  • "ჟირონას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი, "ბარსელონაში" საკმაოდ ნაცნობი პერსონაა, სპეციალისტი თავდაპირველად გუნდის ფეხბურთელი გახლდათ, 1988-1995 წლებში, შემდეგ ფრენკ რაიკაარდის შტაბის წევრი (2003-2008), 2011-2015 წლებში კი "ბარსელონა ბ"-ს მთავარი მწვრთნელი. 

  • "ბარსელონას" მოთამაშეებიდან "ჟირონას" კარში ყველაზე მეტი გოლი - ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ (4) გაიტანეს

  • მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანამ" სტუმრად 9 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 6-ჯერ გამარჯვება მოიპოვა, 2-ჯერ ფრე, ერთხელ კი დამარცხდა. გასვლაზე მატჩებში დაფიქსირებული შედეგით, ამ მომენტში "ბარსელონას" ლა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

  • გუნდებმა ბოლო მატჩები სამეფო თასზე ჩაატარეს, ორივე კატალონიურმა კლუბმა მარცხი იწვია, "ბლაუგრანა" სტუმრად "სევილიასთან" დამარცხდა (0:2), "ჟირონა" კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალთან" (2:4) 

  • "ჟირონა" დაარსების დღიდან, ესპანეთის უმაღლესი რანგის დივიზიონში მეორე სეზონს ატარებს, წინა სეზონში კლუბმა მე-10 ადგილი დაიკავა და ძალიან ახლოს იყო ევროტურნირის საგზურთან, მიმდინარე სეზონში კი ეუსებიოს გუნდი 20 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფებიან 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 იანვარი 2019 01:53
    0
    უნდა გადავუაროთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Z_A_R_D_O
    სტუმარი [?]
    #4 26 იანვარი 2019 21:04
    2
    ციტატა: nikusha
    ლათინურის გამოცდა ჩაბარებულია. 40დან 40 ავიღე

    გილოცავ!
    გულშემატკივარი [?]
    #3 26 იანვარი 2019 20:51
    0
    ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ "ბარსელონა" და "ბეტისი" ემერსონის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

    20 წლის ბრაზილიელი "ატლეტიკო მინეიროს" საკუთრებაა, რომელიც ორივე ესპანურ გუნდს სურს.

    შეთანხმების თანახმად კლუბები 6-6 მილიონ ევროს გადაიხდიან და 2021 წლამდე მარჯვენა მცველი "ბეტისის" შემადგენლობაში გამოვა.

    2021 წელს ემერსონი კი ამ გუნდს დატოვებს და "ბარსელონაში" გადავა. სწორედ ამისთვის იხდის კატალონიური გუნდი 6 მილიონს.

    ამ ეტაპისთვის, მათ ძირითად 11-ეულში ადგილი არ აქვთ, ასე რომ ბრაზილიელი რეალურად "ბეტისში" იჯარით იქნება.
    Z_A_R_D_O
    სტუმარი [?]
    #2 26 იანვარი 2019 19:12
    2
    ციტატა: ROUCH
    ისე ჟირონამ ერთი სენსაციაც კიდე რო მოახდინოს და რეალს 2-0 დაადოს საკუთარ მოედანზე joy

    არ არის გამორიცხული :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 იანვარი 2019 19:02
    5
    ისე ჟირონამ ერთი სენსაციაც კიდე რო მოახდინოს და რეალს 2-0 დაადოს საკუთარ მოედანზე joy