„ბეტისი“ და „ბარსელონა“ ემერსონის სატრანსფერო უფლებებს შეისყიდიან

„ბეტისი“ და „ბარსელონა“ ემერსონის სატრანსფერო უფლებებს შეისყიდიან

ABC-სა და Diário de Sevilla-ს ინფორმაციით "ატლეტიკო მინეიროს" განაპირა მცველი, ემერსონი, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ფეხბურთელის უფლებებს "ბეტისი" და "ბარსელონა" ერთად შეისყიდიან.

ემერსონის ესპანური კარიერა "ბეტისში" დაიწყება, რომელიც მისი უფლებების უმეტესი ნაწილის მფლობელი იქნება. ბრაზილიელი მოთამაშის სატრანსფერო თანხას, 10 მილიონ ევროს, კატალონიური კლუბი და კიკე სეტიენის კოლექტივი მრავალჯერადი ტრანზაქციის მეთოდით დაფარავენ.

Globo Esporte გვამცნობს, რომ კლუბები ამჟამად თარიღის საკითხს განიხილავენ. "ატლეტიკო მინეიროს" ტრანსფერის რამდენიმე თვით გადადება სურს, რათა "პონტო პრეტესთვის", ემერსონის ყოფილი გუნდისთვის, 12%-ის გადახდა საჭირო არ გახდეს. 

20 წლის განაპირა მცველით ადრე დონეცკის "შახტარიც" იყო დაინტერესებული. 2018 წლის შემოდგომის შემდეგ ემერსონმა ბრაზილიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 იანვარი 2019 14:16
    0
    ეს ვისნღაა?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 იანვარი 2019 13:54
    2
    სწორეა, დაიწყოს ბეტისში, კიკე სეტიენის ხელში კარგად გამოიწვრთნება ბარსას სტილში და ვალიკო რო ჩაალაგებს ჩემოდანს, კიკე მოვა და თან მოიყვანს ამას უკვე მომზადებულს ბარსასთვის, სწორედ იმიტომ რო კიკე საუკეთესო კანდიდატურაა თუ ბარსას გვარდიოლასეული ფეხბურთის, ძველი დიდების აღორძინება გვსურს
    Z_A_R_D_O
    სტუმარი [?]
    #1 26 იანვარი 2019 11:40
    4
    ამას ჯობია დააწინაურონ ვინმე აკადემიიდან. ანდა საერთოდ მომავალ წელს კუკურელია მოდის რათ გვინდა ეს.