ინგლისური პრესა ოტამენდის ტრანსფერზე ალაპარაკდა

"ბარსელონა" "სიტის" არგენტინელი მცველის, ნიკოლას ოტამენდის მიმართ ინტერესს იჩენს, იტყობინება The Sun.
30 წლის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის, რითაც, სავარაუდოდ, კატალონიელები ისარგებლებენ.
ოტამენდი მანჩესტერულ კლუბს 2015 წელს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "ვალენსიადან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მის აქტივში 18 შეხვედრა, 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანამ" ახლო წარსულში ჰოლანდიელი ამომავალი ვარსკვლავის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერი დაადასტურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]